just...........
ახლა ვუყურე კიმ კი დუკის "გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხულს"... პირველად არ მქონდა ნანახი ეს ფილმი, მაგრამ ადრე მას ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედა ზაფხულმა და შემოდგომამ... ვნებები, ლტოლვა.... მათი გზა....
კიდევ ერთხელ დამაფიქრა საკუთარ თავზე, საკუთარ სიცოცხლეზე...რა ტყვილად იფლანგება საათები, დღეები, თვეები და საბოლოო ჯამში წლები და მიდის სიცოცხლეც...
ცუდად მივყვები გზას... ცუდად ვფლობ საკუთარ თავს.. ცუდად ვაკონტროლებ გრძნობებს... ხშირად, ძალიან ხშირად მავიწყდება სიმშვიდის შენარჩუნება და მას ემოციებზე ვთმობ, რომლებსაც მხოლოდ სიცარიელე და გამოფიტულობა მოაქვთ... ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ფიქრს და მედიტაციას... ასე ფლანგვა სიცოცხლის არ შეიძლება... მოვწყდე ინტერნეტს და ჩავუჯდე წიგნებს. ვნახო.. იგია თუ არა ჩემი ჭეშმარიტი გზა, რომელიც უნდა განვვლო თავისუფლების მისაღწევად, დავეუფლო საკუთარ თავს, არ გადავეშვა ემოციებში, არ დავუშვა კავშირები.. არ მივცე უფლება გრძნობებს იბატონონ და ჩიხში შემიყვანონ.. ასე უკვე მოხდა.. დროა ქვების მოგროვების და თავისუფლებისკენ სიარულის... ვნებები უნდა დამარცხდნენ. ლტოლვა უნდა გაქარწყლდეს, რადგან ლტოლვა საკუთრების გრძნობას იწვევს... ვნება მიბიძგებს კავშირისკენ, კავშირი კი მიჯაჭვულობით მთავრდება, ეს კი მარადიული არაა... ილუზიაა... რომელსაც სიყვარულს ვეძახით, იგი მთავრდება და მოდის აუტანელი ტანჯვა... ცხოვრება კი სწორედ ესაა - სიცოცხლე განსაცდელია
მაგრამ არ უნდა მავიწყდებოდეს განსაცდელის მიზეზი..
არ უნდა დავივიწყო რომ არის გზა მის დასაძლევად
და ეს გზა უნდა განვლო...
რასაც მე ძალიან ცუდად, ზარმაცად და წარუმატებლად ვაკეთებ..
ეს გზა უნდა განვლონ ყველა ცოცხალმა, გასანთავისუფლებლად.

Comments
Post a Comment