ისევ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული


ინტერნეტში ამ ფილმის უამრავი რეცენზია და აღწერაა...
ვცდი მაინც საკუთარი დავწერო...
გაზაფხული
ბერი ზრდის ბავშვს, ასწავლის ბუდისტურ ძირითად ღირსებსბე - სიყვარულს და თანაგრძნობას. ეპიზოდი, სადაც ბავშვი ზურგზე ქვა მიბმული ეძებს ნაწამებ ცხოველებს, თანაგრძნობის მშვენიერი სურათია, რომლის გარეშეც არ არსებობს ბუდიზმი. ყველა ცოცხალი არსება განსაცდელშია, ყველა მიისწრაფის ბედნიერებისკენ. ეს არის ყველა ცოცხალისთვის საერთო, ეს არის ბუდიზმის ალფა და ომეგა. დარბაზში ბევრი იყო შეძახილი იმის თაბაზე რომ ბერი განსაკუთრებით მკაცრად სჯის მოსწავლეს ცხოველების წამებისთვის. ისინი არ არიან მართლები. სასჯელი სულ არაა მკაცრი, თუ ბუდისტური მორალით შევხედავთ, რადგან ყველა ცოცხალი თანაბარია და არცერთის ტანჯვა არ შეიძლება, ხოლო სიყვარულთან ერთად თანაგრძნობა დგას. როგორ შეუძლია ბავსვს უთანაგრძნოს ნაწამებ ცხოველს? გამოსცადოს იგივე ტანჯვა. ბერი სრულიად სწორად მოიქცა, როგორც ბრძენ აღმზრდელს შეეფერებოდა.
ზაფხული
მოსწავლე უკვე გაიზარდა და ახალგაზრდა ყმაწვილია. იგი სწავლობს ბუდიზმის სიბრძნეს, მაგრამ ჯერ ძალიან გამოუცდელია. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარი ზოგი იოგინები მიიჩნევენ რომ ჭეშმარიტმა ბუდისტმა ცოდვა ჯერ უნდა გამოსცადოს, რათა შეძლოს მისი დამარცხება. ისიც გასათვალისწინებელია რომ ცოდვის ბუდისტური და ქრისტიანული ცნება განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუდისტისთვის ცოდვის კატეგორიაში გადის არა ისეთი ქცევა, რაც განარისხებს ღვთაებას, არამედ ის, რაც იწვევს განსაცდელის მატებას მიმდინარე ან შემდგომ ცხოვრებაში. დაუმორჩილებელი ვნება კი სწეორად განსაცდელისკენ მიმავალი გზაა. მოსწავლე ვერ ებრძვის ვნებას, იგი მას ემორჩილება და საბოლოოდ ტოვებს მონასტერს.
შემოდგომა.
მოსწავლემ ბოლომდე განვლო გზა ვნებიდან განსაცდელამდე და სულიერად განადგურებული ბრუნდება მონასტერში, სადაც სულიერ სიმშვიდეს ეძებს. მისთვის უკან დასაბრუნებელი გზაც საკმაოდ რთულია. იგი შეიცნობს განსაცდელის მიზეზს და სურს, უკვე გააზრებულად დაადგეს მიზეზის აღკვეთის გზას. მაგრამ მას ისევ უწევს მონასტრის დატოვება. მოხუცი ბერი კი ტოვებს ცხოვრებას... მან ალბათ ამოწურა ამ სიცოცხლეში გასაკეთებელი...
ზამთარი.
მოსწავლე უკვე ასაკოვანია, ბრუნდება ცარიელ მონასტერში. ამჯერად იგი მტკიცედ დგას განსაცდელის დაძლევის გზაზე და მიყვება მას. გზა რთულია, ისევე როგორც მისი გზა, ქვით ზურგზე მთის მწვერვალისკენ, სადაც იგი ბუსდას ქანდაკებას დგავს და მედიტაციას იწყებს. მან დაძლია ვნებები.
გაზაფხული
ახლა ბერი უკვე მოსწავლეს ზრდის... სიცოცხლე თავისი გზით მიდის, ზამთარს მოყვება გაზხაფხული და წასულის ნაცვლად ახალი სიცოცხლე იწყება. ყველაფერი თავიდან.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия