რა არის ჩვენი სიცოცხლე?

ჩიტივით გაგვიფრინდება
...
რა არის? მუდმივი სპექტაკლი? საკუთარი თავის მოტყუება? ხელოვნურად რაღაც აზრით შევსება? როდესაც აზრი...? სიყვარული? ეს რაღაა? თავის მოტყება... ადამიანი მარტო იბადება, მარტო კვდება.. ცხოვრობს მარტო, მარტოობას გაურბის... კლავს დროს, დღეებს, სიცოცხლეს... ოღონდ რამე ქნას.. იმუშავოს, ოჯახი შექმნას, ბავშვები აღზარდოს და მოკვდეს... აზრი? არ არის.
სიცოცხლე განსაცდელია, კავშირი არასასიამონოსთან განსაცდელია, სასურველთან განშორება განსაცდელია, სასურველის არ ქონა განსაცდელია... მართალი იყო შაკიამუნი...
სიცოცხლე კი მიდის, დრო გადის.... იფლანგება სრულიად უაზროთ... მიყვარს სიცოცხლე? არ ვიცი... მინდა რამე? კი და ვერ ვიღებ.. ესაა განსაცდელი... აღმოვფხვრა სურვილი? შეიძლება, მაგრამ მერე? რა არის მიზანი? გაქრობა... აღმოფხვრა... საკუთარი თავის... ალბათ ამან მიმიყვანა ბუდიზმამდე, რომელიც მაინც არ მესმის...
კი სიცოცხლე განსაცდელია, ჩემი დაუკმაყოფილებელი ვნებები განსაცდელია... საკმაოდ დიდხანდ ვსდიე დაკმაყოფილებას რომ ამაში დავრწმუნებულიყავი.... და ახლაც მივსდევ... ოღონდ ვნების ობიექტი შეიცვალა... აღმოფხვრა, სიცარიელის განცდა, სიჩუმე... ეს კი მიუღწეველი ჩანს ჩემთვის, ქალაქურ ცხოვრების ჭაობში ჩაფლულისთვის...
ალბათ მძიმე ტვირთიანი მგზავრივით ვარ.... სახედრად ვგრძნობ თავს, მიზანი არ მაინტერესებს, დაღლილობისგან ფეხს ვერ ვადგავ, ფიქრი არ შემიძლია... მთელი სხეული მტკივა, ტკივილის მეტი არაფრის შეგრძნების უნარი აღარ მაქვს და დრო და დრო, რაღაცით ვაიძულებ თავს გადავდგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და წინ წავიდე... სანამ კიდევ არ დავეცემი... ასე მივყვები მე ბუდიზმს... და ალბათ გავჩერდები... და ისევ სხეულის ტკივილი გადაძალავს სხვა აზრებს... ეს ტკივილია ყოველდღიურობა... სამსახური, პირადი ცხოვრება, უფრო სწორად მისი არ ქონა, ლტოლვა... და ლტოლვის დაკმაყოფილება...
რაღაც ცვლილებაა საჭირო მაგრამ რა? ან რისთვის? ლტოლვის შეცვლა? სხვა ობიექტი? აზრი? არანაერი.
გამოსავლის ძიებაა საჭირო და არა ისე ღოღვით როგორც მე ვაკეთებ, არამედ ენთუზიაზმით, რომელიც არ მაქვს.
ამაოება....

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия