დღე..
პარასკევი... ღამე მივდივარ სამეგრელოში, ფოთის მატარებლის ბილეთი სენაკამდე აღებულია... საქმეები დილიდან მოვიშორე, ახლა ვზივარ ვკითხულობ http://www.koob.ru/androsov/budda_i_buddizm წიგნს, ვუსმენ ბუდი სიებერტის ომ მანი პადმე ჰუმ-ს... ვტკბები ამ ულამაზესი მუსიკით... ჩემს თანამშრომელს ბაბუა უკვდება... სხვა არავინ ჰყავს.. ყველაფერი გააკეთა მისთვის... დღეს კი დამისმსა, დღეს თუ არა ხვალ კვდებაო... თანამშრომელი მეცოდება, ბაბუისთვის კი ალბათ ერთბაშად ჯობია სიკვდილი ვიდრე ნელა... იმედი მაქვს შემდეგი ცხოვრება უკეთესი ექნება... მე კი ეგოისტურად მივდივარ ამ საღამოს... წინა წელს 3 ნაცნობი გავაცილე, სამივე დაახლოვებით ჩემი ასაკის.. ვერც მივხვდი როდის დადგა დრო როდესაც საკუთარი ასაკის ხალხს ვაცილებ... უკვე იმასაც ვამჩნევ, რომ როდესაც ტელევიზორში ან რადიოში ყურს მოვკრავ კიდევ ვიღაცა დაიღუპაო, მოკლესო, მერე ასაკს იტყვიან, მე აზრი გამიელვებს რომ მასზე უფროსი ვარ და ჩემს ასაკამდე ბევრი ვერ აღწევს, არა და თითქოს ბევრი არ მიცხოვრია და კიდევ ბევრი უნდა მქონდეს წინ... ქართუ ბანკის ხალხი როგორც იქნა მიხვდა რა ...