ჯომსომში გასეირნება. გაგრძელება. ნეპალი

 ხედი კალი-განდაკის ხეობაზე. ხვალ ამ ხეობას უნდა ავუყვე, 11 კილომეტრი სოფელ კაგბენიმდე. საღამო იყო და ქარი უბერავდა. მშრალმა ჰაერმა ყელი გამიშრო და სულ ვახველებდი. თან აუტანელი მტვერი.



 მონასტერი უკნიდან.
 სალოცავი ბორბლები...
 უკან შევედი ქალაქში. ჩაი მინდოდა რომ ყელი დამეამებინა. მივხვდი თუ რატომ ატარებს აქ ყველა პირბადეს, მტვრისგან სუნთქვა ძალიან ჭირს, ქარს კი მოაქვს და მოაქვს ხეობიდან წვრილი მტვერი.
 მაღაზია.
 შევედი კაფეში ჩაის დასალევად. ასეთი ტიბეტური სტილის კაფე...
 ადგილობრივი მიირთმევს დალ ბაათს, ნეპალური კერძი, ბრინჯი ბოსტნეულით. ბრინჯს ხელით ჭამენ.
 ჩაიომ ცოტა მიშველა და გზა გავაგრძელე. თავს სუსტად ვგრძნობდი.
 ლამაზი სახლი.
 ქუჩა.
 ჩემი სასტუმრო ქსანადუ. მეორე სართულზე მარცხნივ ჩემი ოთავის ფანჯარაა.
 აეროპორტის შესასვლელი
 ნილგირი სასტუმროს ზედა სართულიდან.
ვახშამი - იაკის სტეიკი და ბეევრი ჩაი. ხვალ მივდიოდი.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия