მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე
მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ ლა უღელტეხილის ძირში. ინდუისტებისთვისაც და ბუდისტებისთვისაც აქ წმინდა ადგილია. ანაპურნას მყინვარებიდან 108 წყარო ჩამოედინება აქ. კარმის განსაწმენდათ მორწმუნეები ამ წყაროებში განიბანებიან. ინდუისტები და ბუდისტები მშვიდად თანაცხოვრობენ და სალოცავებსაც მშვიდად იყოფებ. აქაც რამდენიმე ინდუისტური და ბუდისტიური ტაძარია გვერდი-გვერდ.
ამ საფეხურებს ავუყევი, ავუყევი, ყოველი ნაბიჯი ძალიან დამღლელი იყო, ჰაერი არ იყო საკმარისი და ამ სიმაღლეზე ეგ უკვე იგრძნობოდა.
შესასვლელში ასეთი დიდი სალოცავი ბორბალია.
პირველ ინდუისტურ ტაძრამდე ამოვედით, მლოცველები კანტიკუნტად უვლიდნენ წრეს.
ის რომ ტაძარი შივასია ამ ხარით მივხვდი. "God's parking" როგორც მე მოვნათლე ეს. ყველა ინდუისტური ტაძრის წინ შესაბამისი ღვთაების ტრანსპორტი დგას. ღვთიური ავტოპარკი ვერ დავიმახსოვრე, თუმცა შივა რომ ხარზე ზის ეგ დამამახსოვრდა.
საფეხურები, საფეხურები.... ჰაერი კი სულ უფრო ნაკლებია...
ამ ბორბალს წყალი ატრიალებს. წყალი მოედინება მანტრები იკითხება.
ესეც მთავარი ტაძარი, რამდენ ფოტოზე მქონდა ნანახი ეს პატარა პაგოდა... შემოდგომის ფერებში განსაკუთრებით ლამაზია.
ტრადიციული დეკორი კარების თავზე...
ტაძრის კარი დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა ჩემთვის სულერთი იყო, ინდუისტურ სალოცავებში უცხოებს მაინც არ უშვებენ.
ეს კი სწორედ ის წმინდა წყაროები. ჩემი ახალი ამხანაგი ათეისტი იყო და 2-3 ფოტო გადაიღო და გზა განაგრძო, მეც ვეძებდი კარგ რაკურსებს.
წყალი ასეთი ხარების პირებიდან გადმოედინება
ტაძარი უკნიდან
ეს ადამიანი კი კარმის გასაწმენდად ამოვიდა, თუმცა სიცივე აჭარბებს რელიგიურობას და მხოლოდ ხელებს იბანს.
ამ მტრედს კი აშკარად იდეალლურად სუფთა კარმა აქვს, როგორც ბუმბული...
მლოცველები ზარს რეკავენ და ლენტებს აბავენ....
აქედან მოდის ეს წყაროები... სათავე ალბათ მყინვართან აქვს.
სალოცავის წინ რა თქმა უნდა ბევრი სანთელია...
ბოლო კადრი მუკტინაჰთან... ვიდეოებში ვნახე რომ ან აუზებშიც განიბანებიან მორწმუნეები, თუმცა ჩემს იქ ყოფნაში მსურველები არ მინახავს, ან სეზონია არასწორი ან საღამო რომ იყო მაგიტომ.
ეს გზა კი აშკარად ბედკრულ ტორონგ ლასკენ მიდის. ყველა ჯერ კიდევ იმას მკითხაობდა რამდენი ადამიანი დაიღუპა აქ ერთი კვირის წინ, რამდენს იპოვიან კიდევ... ვისაც კი გაუმართლა ამ გზით ჩამოვიდნენ და მუკტინაჰში ამცნობეს რომ ცოცხლები არიან. სწორედ მუკტინაჰის და მანასლუს სქელი დავთრების შედარებით ცდილობენ გაარკვიონ რამდენია დაღუპული.
ამ ქვის წრის და კოშკების დანიშნულებას ვერ მივხვდი.
აცივდა. მთებში უცებ ცივდება მზის ჩასვლისას. უკან ჯჰარკოტში მოკლე გზებით ჩამოვედით და 20 წუთში სასტუმროშიც მივედით, არა და ზემოთ მინიმუმ საათნახევარი ავდიოდით. გემრიელად ვივახშმეთ და დავიძინეთ. მეორე დღეს ჯომსომამდე ერთად ჩასვლა გვქონდა გადაწყვეტილი.

Comments
Post a Comment