ჯომსომში ჩაფრენა. ნეპალი
ჯომსომი კალი-განდაკის ხეობაში პატარა ქალაქია და მუსტანგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ჩვენთვის მუნიციპალიტეტის ცენტრს შეესაბამება. სამანქანო (საჯიპო) გზა აქ სულ რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, მანამდე კავშირის ერთადერთი საშუალება აეროპორტი იყო, საიდანაც პოჰარაში რეგულარული ფრენები სრულდება. ქალაქი ჯომსომი 2700 მეტრის სიმაღლეზეა.
კალი-განდაკის ხეობა ცალკე მოითხოვს განხილვას. ეს მსოფლიოში უნიკალური ხეობაა, რომელიც ჰიმალაებს აპობს. რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქედი არაა წყალგამყოფი. კალი-განდაკი სათავეს ტიბეტის პლატოზე იღებს და კვეთს ჰიმალაებს. ბავშვობიდან მახსოვდა ეს მდინარე და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ის ვნახე საკუთარი თვალით.
ხეობაში ქარი ხშირად უბერავს. ამიტომ ფრენები მხოლოდ დილის საათებშია. მერე ტრიბეტსა და ნეპალს შორის ჰაერის მასების მოძრაობა ხეობაში ისეთ ქარს ქმნის რომ ფრენა შეუძლებელია.
მარფას ბაღები ჰაერიდან.
ჯერ პოჰარას სუბტროპიკულ ველს გადავუფრინეთ. როდესაც თვითმფრინავი ხეობაში შევიდასუბტროპიკული ღაჟღაჟა მწვანე მცენარეები შეიცვალა მუქი მწვანე წიწვოვანი ტყეებით. ჯომსომში კი აღარც ტყეები არაა. მწვანე ყავისფერმა და თეთრმა შეცვალა. ხრიოკი მთები და მყინვარები.
კალი განდაკის ხეობა. კარგად ჩასნს სიმაღლიდან რამოდენა ხეობაში რა პატარა მდინარე მოდის.
ჯომსომის აეროპორტი.
2736 მეტრი. პოჰარას სიცხის მერე აქ ციოდა და უბერავდა, აღარც ტენიანობა იგრძნობოდა. ცივი, მკაცრი და მშრალი ჰავა.
გამოვედი ქუჩაში აეროპორტიდან სასტუმროს საძებნელად. ინტერნეტში ჯომსომის სასტუმროებზე არაა ინფო, მაგრამ არ დაიჯეროთ, აქ სასტუმროები ბევრია. გავჩერდი პირველსავეში - ქსანონგი, რომლის შესახებ lonelyplanet.com-ზე მქონდა წაკითხული. ოთახის ფასი 500 რუპი.
ხედი სასტუმროს სასადილოდან. ნილგირი, 6839 მეტრიანი პიკიმას უკან 7000-ზე მაღალი ცენტრალური ნილგირი მოჰყვება. ქვემოთ კი აეროპორტი ჩანს.
დროა ცხელი ჩაისთვის, თან ყელი ძალიან მტკიოდა.

Comments
Post a Comment