პოჰარა დღე მეორე. ნეპალი

 მეორე დილას შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი. სასტუმროს სახურავზეც ავედი და ვნახე ის ხედი, რის გამოც სასტუმროს აქვს სახელი. წავედი საუზმის საძებნელად. ტბის პირას კაფეები ბლომადაა, და რაც მომწონს ნეპალში, დილის საათებში ყველგფანაა საუზმის მენიუ - ერბოკვერცხი, ტოსტები. რაც კი მაკლდა იყო ყველი.
 მოვკალათდი მეორე სართულზე, თან ვსაუზმობდი თან გეგმებს ვალაგებდი. სიცხემ დამიწია, მაგრამ მაინც არ ვიყავი კარგად. ჯომსომში უნდა წავსულიყავი, პერმიტი უნდა ამეღო, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებრივი ტრანბსპორტით ჯომსომში წასვლა თან მეზარებოდა თან მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯომსომამდე 100 კილომეტრია, პირდაპირ ტრანსპორტი არ მიდის, ჯერ ბენიმდე, მერე გასამდე და იქედან ჯომსომამდე. 1 დღეში ასვლაც საალბათო იყო.



 მანტიორის კოშმარი.
 ხედი
 განდეგილი...
 მივაკითხე პირველივე ოფისს სადაც ეწერა Anapurna information center და შევუკვეთე ავია ბილეთები ჯომსომამდე და უკან და პერმიტი.
პერმიტებს რაც შეეხება - ნეპალის ჰიმალაებში ყველა სატრეკინგო ზონაში მოსახვედრად უფლებაა საჭირო. ამისთვის ფულია გადასახდელი. ფასები სხვადასხვაა და მარშრუტს გააჩნია. 25$-დან 500$-მდე მერყეობს. მე ვაპირებდი ჯომსომიდან მუკტინაჰამდე ასვლას და დაბრუნებას. ეს რეგიონი ქვემო მუსტანგია და აქ 50$ ღირს პერმიტი.
სანამ მე ჩიტვანში ვიყავი ტორონგ ლა უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა, 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე ტურისტს ეძებდნენ. ტორონგ ლა ზუსტად მუკტინაჰის ზემოთაა. ამიტომ ეს მიმართულება ცარიელი იყო შედარებით. სერიოზული მოლაშქრეები თავს არიდებდნენ. პოჰარაშიც ბევრმა არ მირჩია აქეთ წასვლა. მაგრამ მე 5400 მეტრიან უღელტეხილზე აძრომის ამბიცია არ მქონდა ასე რომ არ დავუჯერე.
ოფისში მითხრეს რომ 2 საათში გამომეარა და ყველაფერს მომცემდნენ. წავედი დროის მოსაკლავად.
 პარაპლანისტები მოფრინავენ სარანგკოტის მთიდან. ეს პოჰარაზე ყველაზე მაღალი წერტილია. ამბობენ ულამაზესი ხედებიაო, მაგრამ ამ ჯერზე აქ არ მოვხვდი. ბოდიალისას მონასტერში გაცნობილი ავსტრალიელი ვანესა შემხვდა და ეს დრო ერთად გავატარეთ ბოდიალსა და საუბარში. დღის მეორე ნახევარში კი შვეიცარიელ სანდრასთან ერთად უნდა მესადილა ასე რომ დღე მარტო არ ვიყავი.
 ჩრდილოეთი ნაწილი
 ისევ სარანგკოტი.
 ტბა და ნავები.
ვანესასთან დრო კარგად გავატარე. მივედი ოფისში და ავიღე პერმიტიც და ბილეთებიც. ბილეთი 100$ ღირდა ერთი ბოლო. ანუ იაფი არაა... მეტი დროის ქონის შემთხვევაში გაცილებით იაფია ტრანსპორტით მგზავრობა, თუმცა ჯომსომში ერთ დღეში ჩასვლის გარანტია არაა.
 სადილიც დროც დადგა და წავედი სანდრას სანახავად. სადილის მერე კი ერთად დავიწყეთ ბოდიალი.
 პაგოდა.
 ქალი რთავს თუ ქსოვს რაღაცას.
 აი ასე.
 ჩრდილოეთი ნაწილი
 ნავები
 ზოგი ასე რეცხავს სარეცხს. იშვიათი სანახაობა არაა. აშკარად თვითონაც თავი დაიბანა.
 ხედი ჩრდილოეთიდან.


მოხატული ავტობუსი.
ფრენა დილის 6 საათზე მქონდა. ამიტომ ვეცადე ადრე დავწოლილიყავი. ბარგის ნაწილი სასტუმროს პატრონს ჩავაბარე, რომ ჯომსომში მხოლოდ 1 ჩანთით წავსულიყავი.
ხვალ დაძაბული დღე იყო.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия