ჯჰარკოტი, ნეპალი - ჰიმალაებში შატილი

 ჯჰარკოტის შესასვლელს როგორც იქნა მივაღწიეთ. ტურისტულობა სოფელს მხოლოდ ამ დაფით ეტყობა, რომელიც მის შესასვლელშია გამოჭიმული და მასზე გესთჰაუსებია დატანილი. სასტუმროს არჩევანი ჩემს ახალ ნეპალელ ამხანაგს მივანდე ასე რომ ამ თემაზე არც მიფიქრია... პატარა აღმართი იყო ასავლელი რაც ბოლო ძალებს მაცლიდა....



 ყველა ბუდისტური სოფლის შესასვლელში ასეთი პატარა სვეტებია, შავი, თეთრი და წითელი, რას აღნიშნავს არ ვიცი....
 სოფელი შატილს მაგონებს... არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ახლო-ახლო სახლები, ბანიანი სახურავები, შატილის ასოციაცია მიჩნდება.
 წითელი რა თქმა უნდა მონასტერია.
 ავიარეთ დოფლის ქუჩა. სახლები ლამაზია, ნეტა რომელში შევალთ და ხვალამდე რომელი იქნება ჩვენი სახლი?
 შატილი ჰიმალაებში.
 და ანაპურნას ქედი.
 ტრადიციული ჰიმალაური ჩაის მადუღარა. 3500 მეტრზე ეფექტურია.
 ავარჩიეთ ეს სასტუმრო. რატომ არ ვიცი, მაგრამ არა უჭირდა, კარგი იყო. დავსხედით მზიან ვერანდაზე, ჩაი დავლიეთ, ცოტაც ვჭამეთ, ჩანთები დავაბინავეთ, ფოტოაპარატი დავტენე და უკვე მსუბუქად და დასვენებულებმა გზა განვაგრძეთ მუკტინაჰისკენ.
 ქვებზე მანტრები წერია..... აქ ქვებიც ლოცულობენო...
 შორს, ტორონგ ლას ძირში...
გაღმა ნაპირზე სოფელი ჯონგი ჩანდა.... ეტყობა ისიც ლამაზია, როგორც ამბობენ...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия