ჯჰარკოტის მისადგომებთან. ჰიმალაები, ნეპალი
გზა იწელებოდა... აგერ ახლოს ვართ უკვე, კიდე ცოტაც, მაგრამ მივდიოდით, მივდიოდით, ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, და მაინც შორს ვიყავით. კიდევ ერთ საათს მოვუნდით ნანატრ ჯჰარკოტამდე მისასვლელად... გზად ბევრი ფოტო გადავიღეთ.
თითქოს არაფერი, მაგრამ 3500 მეტრზე გაიშვიათებული ჟანგბადი გვაცლიდა ენერგიას. ზურგჩანთა კი თითქოს უფრო და უფრო მძიმდებოდა, ყოველ ნაბიჯზე ნახევარ კილოს იმატებდა, ყოველ აღმართზე კი 2-3 კილოს. იგერაა სოფელი, თეთრი სახლები, ჭრელი ხეები, წითელი მონასტერი, კარგად ჩანს, მაგრამ მაინც უნდა ვიაროთ, ვტკეპნოთ მტვრიანი გზა.
სულ ახლოს ვართ. მუკტინაჰში ასვლა დღესვე გვინდოდა, თუმცა სად იყო ზუსტად არ ვიცოდით. ინტერნეტი არ იჭერდა, რაც ნავიგაციას ართულებდა. ამიტომ მოვიმარჯვე ფოტოაპარატი, მიწაზე დავწექი, ხელების კანკალს რომ არ შეეშალა ხელი და ზუმით დავიწყე ძებნა.
ეს პაგოდა ვიპოვეთ და ჩავთვალეთ რომ აქაა სადღაც... აღმოჩნდა რომ შევცდით.
კიდევ ცოტაც და ცხელი ჩაი, თავისუფალი ზურგები, ცხელი მომოები აქ გველიან...ხედი კი ულამაზესია....
ახლა ეს ჯიპი, მაჰინდრა აგვიმტვერიანებს გზას.
ფერმას ჩავუარეთ, ფერმერები ეტყობა რელიგიურები არიან, სახურავზე ამდენი დროშაა აღმართული. ალბათ მართლაც წმინდავენ აურას ეს მანტრები... ისეთი სიმშვიდეა ყველგან ამ სიმაღლეზე....
ქვემოთ რაღაც პატარა მდინარეა, აქ საძოვრებია სადაც ასევე ხელით დარგულ ბალახს ჭამენ თხები...
კიდევ ცოტაც და ამ ლამაზ სოფელში შევალთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
უკან მოვიხედე და ასეთი ხედი დამხვდა, ჩვენი განვლილი გზა, სადღაც დაბლა კი კალი-განდაკის მიაქვს წყლები ტიბეტიდან ინდოეთის ოკეანისკენ.... ჭრის უზარმაზარ ჰიმალაებს...
სოფლის შესასვლელში ასეთი ალეაა... როგორც პარკში. შემოდგომის ფერებში შეფერილი ხეების უკან კიდევ დათოვლილი 6, 7 ათასიანი მწვერვალებია...

Comments
Post a Comment