მეორე დილას შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი. სასტუმროს სახურავზეც ავედი და ვნახე ის ხედი, რის გამოც სასტუმროს აქვს სახელი. წავედი საუზმის საძებნელად. ტბის პირას კაფეები ბლომადაა, და რაც მომწონს ნეპალში, დილის საათებში ყველგფანაა საუზმის მენიუ - ერბოკვერცხი, ტოსტები. რაც კი მაკლდა იყო ყველი. მოვკალათდი მეორე სართულზე, თან ვსაუზმობდი თან გეგმებს ვალაგებდი. სიცხემ დამიწია, მაგრამ მაინც არ ვიყავი კარგად. ჯომსომში უნდა წავსულიყავი, პერმიტი უნდა ამეღო, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებრივი ტრანბსპორტით ჯომსომში წასვლა თან მეზარებოდა თან მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯომსომამდე 100 კილომეტრია, პირდაპირ ტრანსპორტი არ მიდის, ჯერ ბენიმდე, მერე გასამდე და იქედან ჯომსომამდე. 1 დღეში ასვლაც საალბათო იყო.