კანოეთი გასეირნება - ჩიტვანი, ნეპალი

 დილა ძალიან ადრე დაიწყო, გათენებული არ იყო ჯერ გაგვაღვიძეს. თუმცა მადლობა კოპანის მონასტერს, დილით ადგომას შევეჩვიე და 5:30-ზე ადგომა არ გამიჭირდა.
ნეპალში ცხოვრება ზოგადად ადრე იწყვება და ადრე მთავრდება. აქ მზის ამოსვლისას ყველა უკვე სამუშაოს იწყებს, თუ კი აქვთ რა თქმა უნდა.
ვისაუზმეთ და 6 საათისთვის უკვე ნავების სადგომთან ვიყავით. ჩიტვანში სასტუმროების უმეტესობას დიდი პიკაპები ჰყავთ მათ კუზავოში გადაჰყავთ ტურისტები. სამხედრო მანქანებში როგორცაა :)
მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ ჩავსხედით კანოეში, გიდი ცხვირზე დადგა და გავუდექით გზას. მდინარე ისეთი ნელია რომ დინებას ძლივს ვამჩნევდით.
 თავიდან ყველა სელფებს ვიღებდით. მერე კი გარშემო მიმოვიხედეთ. ჩვენი გიდი გვიხსნიდა სად რა ცხოველი და მფრინველი ბინადრობს. ბევრი ფრინველი აქ ზამთარშო მოდის, ანუ ვინც ჩვენგან შემოდგომაზე მიფრინავენ ალბათ :) საინტერესოა.



 მდინარე... დილა მოღრუბლული იყო...

 პირველი ნიანგიც. დიდი ზუმითაა გადაღებული.
ეს კანოე უკან ბრუნდება. ნახევარი საათი ცურვის მერე მივადექით ნაპირს და გზა ფეხით განვაგრძეთ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия