ჩიტვანი, ჯუნგლებში სეირნობა. ნეპალი

გავუდექით გზას. ჯუნგლები ჩოულებრივი ტყე იყო, მე უფრო რაღაც ისეთი წარმომედგინა, ფილმებში რომ არის, ძალიან ველური, მაჩეტეთი რომ უნდა იკვლიო გზა და რამე, ნუ ამაზონიის ჯუნგლები ეს არაა, ჩოულებრივი ტყეა. მაგრამ ჩვენს ტყეში აი ასე მოსეირნე ირმებს ვერ ნახავთ.



აი რამდენი ირემია. ჩვენს ნაკრძალებს უნდა შეშურდეს. გიდს ვკითხე ირმების რაოდენობაზე, და არ ვიცითო ძალიან ბევრიაო. ყველაზე ცოტა ვეფხვია და ვეფხვის ნახვის შანსი თითქმის არაა. მარტორქების და სპილოების რაოდენობაც იციან, ირმებს კი არავინ თვლის.
კიდევ ბუ...

ბილიკი....
ჭაობი...
ტერმიტების სახლი...
ესეც ჭაობია. გამხმარ ხეებზე ვიკითხე და ტერმიტებისთვის და ფრინველებისთვის საჭიროაო ამიტომ არ იჩეხებაო.

ლიანა
ყვავილი
მწერები

კოპანის მერე ობობებს შევეჩვიე
კიდე ჭაობი.. გზად მარტორქის კვალი ვნახეთ და დავსხედით ჩასასაფრებლად.
 ჩვენი გიდი... (ჰო მე ვარ ასეთი მაღალი)
 კიდე ლიანა
ტერმიტების ბუდე

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия