ალექსეი ნავალნი: რევოლუციონერობა და იმპერიალიზმი


10 თებერვალს რუსული საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნავალნი მონაწილეობდა უკრაინული ტელეარხის “ინტერის” ტოქ-შოუში. რამდენიმე მისი გამონათქვამი ორ კატეგორიას ეკუთვნის. პირველს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ “ნავალნი-რევოლუციონერი”, მეორეს კი “ნავალნი-იმპერილისტი”.
პირველი კატეგორიის ციტატები ასახავენ იმ ფაქტს, რომ საპროტესტო მოძრაობა რუსეთში ნაბიჯ-ნაბიჯ მეტი რადიკალიზმისგენ მიდის:
  • Я не исключаю, что наступит такой момент, когда собравшиеся выйдут на улицу и откажутся расходится.
  • Мы получаем разрешения на проведение шествий и митингов только потому, что все знают – люди выйдут и так, безо всяких разрешений, и тогда это действительно может очень быстро обернуться насилием. Это единственная причина, почему мы получаем эти разрешения.
  • Если Владимир Путин пойдет [4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე] на такие же беспредельные фальсификации, которые он устроил совсем недавно, я думаю, существенным образом вырастет уличный протест, его президенство будет окончательно нелегитимным, и в течение нескольких месяцев мы увидим такое существенное политическое противостояние, которое, я надеюсь, все-таки не выразится в какие-то силовые варианты.

ამ ყველაფერს უკრაინელები კმაყოფილებით უსმენდნენ. ვითარება შეიცვალა, როდესაც ნავალნის ჰკითხეს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ, რაზეც მან შემდეგი უპასუხა:
  • Я глубоко и абсолютно убежден, что Украина и Белоруссия являются главными геополитическими и какими угодно союзниками России. И наша внешняя политика должна быть максимально направлена на интеграцию с Украиной и Белоруссией.
  • Так получилось исторически – фактически мы [რუსები და უკრაინელები] один и тот же народ и мы должны усиливать эту интеграцию.
ეს უკვე უკრაინელ ჟურნალისტებს რატომღაც სულაც აღარ მოეწონათ, რაც მათ აშკარად გამოამჟღავნეს კიდევაც. შესაძლოა ცხოვრებაში პირველად ნავალნიმ რუსეთის იმპერიის ყოფილი ნაწილის წარმომადგენლებთან საჯარო და უშუალო საუბრისას აღმოაჩინა, რომ ისინი თურმე არც ისე ნატრობენ ყოფილ მეტროპოლიასთან ჩახუტებას.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება რუსეთში ასე თუ ისე იმპერიალისტური იქნება. თუმცა, პუტინის ჩამოგდების შემთხვევაში, ჩვენს წინააღმდეგ ხელახალი რუსული სამხედრო შეტევის საფრთხე ძალიან შემცირდება ან საერთოდ გაქრება. ოკუპირებულ ტერიტორიებს რაც შეეხება, დეოკუპაცია ეგრევე ალბათ არ მოხდება, მარგამ დაიძვრება პროცესები, რომლებიც საბოლოო ჯამში მიიყვანენ საქმეს საქართველოს მიწების განთავისუფლებამდე. და ნურავითარ შემთხვევაში ნუ დაგვავიწყდება ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტორი.
-
ნავალნი უკრაინულ თოქ-შოუში:

ინფორმაცია აღებულია ბლოგიდან სტრატეგია და უსაფრთხოება.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия