დღეები კოპანის მონასტერში


დღე დღეს მიყვებოდა და ყველა დღე ერთნაირი იყო. თუმცა მოწყენილი არ ვიყავი. დრო და დრო ფოტოაპარატს გამოვიტანდი ოთახიდან და ვიღებდი. ხან დღიურს ვწერდი ხან წიგნებს ვკითხულობდი. ლექცია გეშე ლობსანგთან. ინგლისური არც ისე კარგი ჰქონდა მაგრამ იუმორი იცოცხლე.


ცენტრალური გომპა.
ბოლო დღეები ცოტა უფრო მოვეშვი და გამიჭირდა, არც ვიცი რატომ. ბოლო 2 დღე კი მდუმარებასა და მედიტაციაში უნდა გაგვეტარებინა, რაც კიდევ უფრო გამიჭირდა და არა მხოლოდ მე.
ბუდიზმის სიმბოლო - დჰარმის ბორბალი და ირმები. პირველად ბუდამ ირმების ტყეში იქადაგა.
გომპა
მონასტრის ჭიშკრის გარეთ პატარა საცოდავი კაფე იყო, მაგრამ მათ ჰქონდათ ვაი-ფაი და ხორციანი მომოები. ამიტომ ბევრი იქ იპარებოდა, ყავას სვამდა, მომოებს და ლუდსაც შეექეოდნენ და ინტერნეტით სარგებლობდნენ. პატრონი ტიბეტელი გოგო იყო 22 წლის. ეტყობა ჩვენნაირებზე საკმაო ფულს შოულობდა.
ლექცია
სადღაც დაბლა ბუდისტის სახლი. ადვილად განასხვავებ დროშებით
ჩემი და ბიბიანას წიგნები
ორნამენტები

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия