ჩიტვანის ნაკრძალში გამგზავრება
მონასტრის ცხოვრება დამთავრდა და მეორე დილას 6:30-ზე უნდა ვყოფილიყავი ავტობუსების გაჩერებაზე საიდანაც გადიან ტურისტული ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით.
ორი სიტყვით ტრანსპორტზე ნეპალში. რკინიგზა როგორც კლასი არ არსებობს საერთოდ. მდიდარ ტურისტებს შეუძლიათ გადაფრინდნენ შიდა ავიახაზებით ნებისმიერი დიდი ქალაქიდან სხვა ქალაქში ან მთებში რაიონულ ცენტრებში. ყველა დანარჩენებისთვის კი არის ავტობუსები.
ავტობუსები ორ ძირითად კლასად იყოფა - ადგილობრივი, იაფი, გადატენილი და არაკომფორტული და ტურისტული, შედარებით ძვირი (მაგრამ ჩვენთვის არც ისე) საკმაოდ კომფორტული და არ გადატენილი. ავტობუსები ინდოეთიდან შემოდის და ძირითადად მოძველებულია მაგრამ კარგი. ამ ქუჩაზე სწორედ ტურისტული ავტობუსების სადგური იყო. სიტუაცია დაახლოვებით იგივე რაც დიდუბეში - ცხელცხელი რაღაცეები, ცხვირსახოცები, სასმელები, სრული ბალაგანი.
ჩიტვანში სამდღიანი ტური ერთადერთი იყო რაც ტურისტული კომპანიისგან ვიყიდე და არ ვინანე. chitwanjunglesafari.com ეს ნეპალში წასვლამდე ვიპოვე, დავეკონტაქტე კომპანიას, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე და რაც არაა დამახასიათებელი ნეპალელებისთვის, არაფრის ზედმეტად შემოტენვა არ უცდიათ, ამიტომ ტური ჯერ კიდე წასვლამდე ვიყიდე. თვითონ ტურისტული კომპანიის საიტი - Breakfree Adventures Company ყველანაირად რეკომენდაციას ვუწევ. იმ კითხვებზეც მიპასუხეს რაც ჩიტვანს არ ეხებოდა და რის ყიდვასაც არ ვაპირებდი. მგზავრობა ავტობუსით ჩიტვანამდე და ჩიტვანიდან ტურში შედიოდა, ამიტომ ფასები არ ვიცი.
მგზავრობა დამღლელი იყო. სადღაც 250 კმ-ს 7 საათი მოვუნდით. თან უძილობამ იმოქმედა, წინა ღამეს 3-4 საათი თუ მეძინა. კატმანდუდან რომ გამოვდიოდით საზიზღარი ამინდი იყო. თუმცა ავტობუსი რომ აღოღდა კატმანდუს ქვაბულის უღელტეხილზე, იქედან ისეთი ზღაპრული ხედი გაიშალა, მიმიქარავს კავკასიონის სილამაზეები.. ალაგ ალაგ ღრუბლები დაბლა, მწვანე ტერასები, თავი სამოთხეში მეგონა... ამ გზაზე ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა. სამწუხაროდ ავტობუსი არ ჩერდება მოთხოვნით გადასაღებ ადგილებზე.... ასე რომ ეს თვალწარმტაცი სურათი მხოლოდ ჩემს მეხსიერებაში დარჩა.
მერე "რიკოთზე" გავჩერდით. ტრასაზე ყველა გასაჩერებელს ნებისმიერ ქვეყანაში რიკოთს ვეძახი. ძალიან ჰგავს ჩვენს რიკოთს 90-ანებში. საერთოდ ნეპალში სულ მეგონა რომ 15 წლით უკან დავბრუნდი. ერთადერთი - ტუალეტები უფრო სუფთაა.
როგორც იქნა ჩავედით ჩიტვანში. ავტოსადგურზე დამხვდა სასტუმროდან მანქანა და მალე სასტუმროშიც მივედი. ტურის მიხედვით ეს სასტუმრო მქონდა - Parkland, რომელიც საუკეთესო იყო იმ სასტუმროთა შორის სადაც ვიყავი. თვითონ სასტუმრო ჩოულებრივი ბუნგალოს ტიპის იყო დიდი მწვანე ბაღით. პერსონალი კიდე ისეთი ზრდილობიანი იყო, ნებისმიერ 5* სასტუმროს დაამშვენებდა. მისვლის თანავე welcome drink შემომთავაზეს, რომელიც წამში დავლიე ისე მწყუროდა და გოგონამ ამიხსნა დღის განრიგი. ჯერ ლანჩი მერე თავისუფალი დრო მერე კი გიდთან შეხვედრა.
ვისარგებლე დროით და 2 საათი დავისვენე და მოვწესრიგდი. გიდის ნახვის დრო რომ დადგა გავედი სასტუმროს რესტორნის ტერასაზე. აქ სხვა ხალხიც დამხვდა. გიდმა აგვიხსნა განრიგი და წავედით სასეირნოთ სოფელში, მერე რომ მზის ჩასვლა გვენახა.
სისტემა ასე მუშაობს როგორც მივხვდი. სასტუმროებს თვითონ აქვთ კლიენტებისთვის პროგრამები და ჯგუფებსაც თვითონ აკომპლექტებენ. ჯგუფში დაახ. 10 ადამიანია. ტუროპერატორები ყიდიან სასტუმროების პროგრამებს. ამიტომ იმან ფასზე არ იმოქმედა რომ მარტო ვიყავი. ალბათ ტურისტულმა ან სასტუმრომ ცოტა დაკარგეს ამაზე, რადგან ყველა ნომერი 2-3 კაციანია და მე მარტო ვგულაობდი, მაგრამ ჩემზე ეს არ აისახა, რაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი.
ჯგუფში ვიყავით 4 გერმანელი, მალაიზიელი წყვილი, ბანგლადეშელი წყვილი, ამერიკელი წყვილი, შვედი ქალი და მე. ახალი საზოგადოება რომელშიც მომიწევს შემდეგი ორი დღე ყოფნა.

Comments
Post a Comment