ბავშვები მონასტერში

 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს - მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს ყველა შვილი, განათლებაზე ხო საუბარიც არაა, აქ კი შედარებით კარგ პირობებში არიან.



 კოპანში ზუსტად რამდენი ბავშვია არ ვიცი, მაგრამ ბევრნი არიან. მონასტერში საშუალო სკოლაცაა სადაც ბავშვები ზოგად საგანმანათლებლო საგნებსაც სწავლობენ და ბუდისტურ ფილოსოფიასაც. დღის უმეტესი ნაწილი სკოლას ეთმობა, გასართობად ცოტა დრო აქვთ, თუმცა რაც აქვთ იმას აქტიურად იყენებენ.

 პატარა ბერების ჩაცმულობა არ განსხვავდება უფროსებისგან.



 გომპაში პუჯაზე (ღვთისმსახურებაზე) დასწრებაც აუცილებელია პატარებისთვის.


თავისუფალ დროს კი ისევე ერთობიან როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვები. ეს სკოლის ეზოა, მარჯვნივ სკოლის შენობაა. ისე ამდენ ბავშვები და მათი ჟივილ-ხივილი წარმოუდგენელ პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნიდა.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия