სინათლის შეწირვა კოპანის მონასტერში.

ბოლო საღამოს კარინმა გვითხრა რომ გვექნება სინათლის შეწირვა (light offering) და ყველას უნდა გვეყიდა სანთლები. ზოგადად ბუდიზმში არ არის მსხერპლშეწირვები, იგივე ინდუიზმისგან განსხვავებით. ცხოველის მოკვლა ნებისმიერი მოტივაციით არ შეიძლება. სინათლის შეწირვას ზუსტად რა დატვირთვა აქვს ვერ გავიგე.. მაგრამ როგორც აგვიხსნეს დადებითი ენერგიის აკუმულირება უნდა მოგვეხდინა და გაგვენათებინა იქაურობა როგორც დჰარმა ანათებს სამყაროს. ალბათ ეს დატვირთვაა. ვახშმის შემდეგ სანთლებით შევიკრიბეთ ბაღში და დავიწყეთ სანთლების ყველგან დალაგება. ბაღში ბნელოდა... საერთოდ ნეპალში რომ ხარ ღამის განათება დიდი იშვიათობაა და ღამე ბნელა.



 აი ასე იყო სანთლებამდე...
 მარტო ბუდაა განათებული
მზადება. სანთლები დავალაგეთ და ცეცხლი უნდა მოვუკიდოთ.
 ავალოკიტეშავრა და ცეცხლი...
 განათებული ბაღი

 კარინი, ჩვენი მასწავლებელი.
 ბოლო საღამოსთვის მართლაც იდეალური იყო ეს...
 ყველანი შემოვუსხედით ცეცხლს და ვუყურებდით.. ზოგი ფოტოებს იღებდა. თან ეს ყველაფერი სიჩუმეში ხდებოდა. ძალიან მაგარი იყო.



ჩამქვრალი სასანთლეებისგან პირამიდან ააგეს :)
ასე კარგად დასრულდა 10 დღე კოპანის მონასტერში. მართლაც განუმეორებელი შთაბეჭდილებები და ემოციები დამრჩა. იმედია კიდევ მოვხვდები ამ ადგილას. მეორე დღეს საშინლად წვიმდა, სწორედ ამ დღეს იყო ანაპურნას რეგიონში ზვავმა რამდენიმე ათეული ტურისტი რომ იმსხვერპლა. ჩვენ არაფერი ვიცოდით ამაზე. წვიმაში ვემშვიდობებოდით ერთმანეთს და ვტოვებდით მონასტერს...


Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия