ბოდჰნათჰი - ბუდისტური მონასტერი

რაც ტიბეტელები აქ დასახლდნენ, ააშენეს 50-მდე მონასტერი, ამრიგად ბოდჰნათჰი ერთგვარი ბუდისტური ცენტრია კატმანდუში. ინდუისტური ტაძრებისგან განსხვავებით, ბუდისტურში ყველას შეუძლია შესვლა. თუმცა გახსოვდეთ რომ ფეხზე გახდა აუცილებელია ამიტომ შესაბამისად ადვილად გასახდელი ფეხსაცმელი ჩაიცვით.
ტიბეტური ბუდისტური ტაძრები ძალიან ფერადი და ჭრელია, წითელი და ოქროსფერი ფერები ჭარბობენ. ალბათ ბუნება რომ ძალიან  ერთფეროვანი აქვთ ამიტომ არის ტაძრებში სიჭრელე... ბუდიზმში არ არსებობს ღმერთის ცნება.. აქ მრავლადაა ბუდას ქანდაკებები, ასევე სხვა მასწავლებლების პორტრეტები. თაყვანს ღმერთს კი არა სწავლებას სცემენ, მასწავლებლებისადმი კი ღრმა პატივისცემას გამოხატავენ.



ბუდას ხელში 5 სხვადასხვა ფერის ლენტი აქვს. ამ ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუდიზმში, ეს 5 სტიქიას განასახიერებს - მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი, ეთერი. ამიტომაც ბუდისტური სალოცავი დროშების ამ 5 ფერისაა.
პატარა ქანდაკებები, ბუდა და სხვა მასწავლებლები და წმინდანები...

სანთლები...
მასწავლებლები. დალაი ლამას პორტრეტები გელუგის ტრადიციის ბუდისტური მონასტრებისთვის აუცილებელია, რადგან დალაი ლამა გელუგის სკოლის სულიერი მეთაურია. კაგიუს სკოლის მონასტრებში კარმაპას პორტრეტებია, სვაიამბუნათში მაგალითად სწორედ კაგიუს მონასტერი იყო. ისე კი ბოდჰნათჰში მგონი ტიბეტური ბუდიზმის ხუთივე მიმართულების მონასტრებია...
ეს მოხუცი ბერი ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეტყობა კონკრეტულად ამ მონასტრის სულიერი ლიდერია.


Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия