პაშუპატინათი, კატმანდუ, ნეპალი - გაგრძელება

 ესეც მდინარე ბაგმატი, მარცხნივ სწორედ კრემაციის პლატფორმებია, რაზეც წინა პოსტში ვისაუბრე. წინა პოსტიდან გეხსომებათ, რომ ის ნარინჯისფერი გვამია, რომელიც ჯერ ბაგმატის წყლებში უნდა განბანონ, მერე კი დაწვან. კადრში კი სამეფო პლატფორმა ჩანს, რომელიც აღარ გამოიყენება. მარჯვნიდან კი ამ ყველაფრის ყურება შეიძლება. გადავედი ხედზე და ავედი ზემოთ



 პატარა სალოცავები
 ბაგმატი. უკან ის თეთრი შენობა ჰოსპისია. როდესაც მორწმუნე ნეპალელები სიკვდილის მოახლოვებას გრძნობენ, აქ გადმოდიან საცხოვრებლად. ინდისტისთვის ბაგმატის ნაპირზე სიკვდილი დიდი მადლია. ამაზე უკეთესი ალბათ მხოლოდ ვარანასიში სიკვდილია...
 შივას ტაძარი უკან, სადაც ჩვენთვის - უცხოელებისთვის არ შეიძლება შესვლა
 ესეც ჰოსპისი... ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, წარმოვიდგინე რა ანტისანიტარიაა, უამრავი მომაკვდავი, ზოგი ბებერი ზოგი ავადმყოფი... როგორი მოვლაა არ ვიცი, მაგრამ არა მგონია კარგი... მაგრამ ამათ უხარიათ სიკვდილის წინ აქ მოხვედრა...
 აქ განდეგილები სახლობენ


 ესეც ეს პატარა სალოცავები, სადაც ტურისტები ემალბიან მზეს... შიგნით კი ინი და იანია :) ანუ ფალოსი და ვაგინა.

 კამა დევი, სიყვარულის ღვთარბა. ცოცარზე კი ეტყობა :))))

 ზემოდან ხედი

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия