ბაქტაპური, ნაწილი 2 - Bhakhtapur

 A song of ice and fire - ს ფანები გამიგებენ რატომ მაგონებს ბაქტაპური ასტაროპს. მთელი ძველი ქალაქი წითელი აგურით არის მოპირკეთებული და აშენებული. პირამიდების როლში პაგოდები და ტაძრები. ერთი მონები აკლია აქაურობას, ერთი მონები და რაც მთავარია Unsullied (უნაკლო?) მეომრები აკლია აქაურობას :) თუმცა შეიძლება ითქვას მათ მოსაგონად კი ვიყიდე აქ სახელგანთქმული ნეპალური კუხური დანა.
დავუბრუნდეთ რეალობას. მოედანზე შესვლა 1500 რუპი ღირდა. თუმცა მგონი გამოცდილი და გზების მცოდნე ადამიანისთვის ისედაც შეიძლებოდა, ოღონდ არა ცენტრიდან. სინამდვილეში აქ 3 მოედანია, სასახლეები და ტაძრები, ქოთნებით მოვაჭრეები (დაშანის გამო თითქმის არ იყვნენ) და უამრავი ვიწრო კოლორიტული ქუჩა სუვენირების მაღაზიებით სავსე. სიმართლე გითხრათ აქ 2-3 დღე დარჩებოდა კაცი. მომეწონა აქაური გარემო.



მუზეუმი, ადრე სასახლე იყო. დღესასწაულის გამო დაკეტილია

ტაძარი
ინდუისტური ტაძრის შესასვლელი. უცხოელებს მარტო ეზოში შეუძლიათ შესვლა, ტაძარში მხოლოდ ინდუისტებს.



სასახლე



Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания