სვაიამბუნათი - მაიმუნების ტაძარი, ნეპალი, კატმანდუ
სვაიამბუნათის სტუპა ერთ-ერთი უძველესია ბუდისტურ სამყაროში, გადმოცემის თანახმად იგი ჯერ კიდევ V საუკუნეში იყო აშენებული. სტუპა გორაზეა და მასზე ასასვლელად 365 საფეურიანი კიბეა ასავლელი. სტუპის გარშემო რამდენიმე ბუდისტური ტაძარია და მუზეუმი. ერთი ტაძარი გელუგის სკოლის იყო, მეორე კაგიუს. ქრისტიანებისგან და მუსულმანებისგან განსხვავებით, სხვადასხვა მიმდინარეობები ბუდიზმში მშვიდად თანაცხოვრობენ.
სვაიამბუნათს უფრო ხშირად მაიმუნების ტაძარს უწოდებენ, რადგან ამ სახელის გამოთქმა უჭირთ უცხოელებს, და გორაზე ბევრი მაიმუნი ცხოვრობს.
ესეც კიბე...
სულ ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა...
ესეც მაიმუნი
ავედი... შესვლა აქ 250 რუპია ღირს უცხოელებისთვის.
კატმანდუზე ხედი
სტუპა
სტუპის გარშემო სალოცავი ბარაბანებია და საათის ისრის მიმართულებით უნდა შემოუარო.
ბევრი პატარა სტუპები. ტაძრებში ფეხშიშველა არის საჭირო შესვლა. ხოლო მუზეუმში აქ ბევრი ბუდისტური ქანდაკებებია და მორწმუნეებისთვის ისიც ერთგვარი ტაძარია,
სტუპის უკან პარკია, ბუდა პარკი.
უფალო შეგვიწყალენ-ის ბუდისტური ვარიანტი :) სტუპები და დროშები
ამ აუზში მონეტებს ისვროდნენ. ნეპალში მონეტები არაა, მიტომ ბავშვები მათ სპეციალურად ყიდდნენ. მე რამდენიმე თეთრი მქონდა და ის ჩავაგდე. აქედან კი პატანში წავედი.

Comments
Post a Comment