ასანი, კოლორიტული კატმანდუ, ნეპალი, გაგრძელება

 ტიპიური ტანსაცმლის მაღაზია. მიდი და არ აგიჭრელდეს თვალები.
ასანი კატმანდუს ერთ-ერთი უძველესი უბანია. ინფო ვიკიზე, ლონლი პლანეტზე, ტრიპედვაიზორზე.  თუ თქვენ არ ხართ მაღალი და გამხდარი ხართ, მაშინ აქ ძალიან ფართო არჩევანი გელოდებათ, ხოლო მე საშუალო ნეპალელზე გაცილებით მაღალი და საკმაოდ მსუქანი ვარ ასე რომ არატურისტულ ტანსაცმლის მაღაზიაში ვიცი რომ არაფერი მელოდება, თუმცა ყველაფერი ჭრელი და ლამაზია.



 რელიგია ყველგანაა, ყოველ ნაბიჟზე... დიდი ტაძრები ინდუისტებს ცოტა აქვთ, პატარა სალოცავები კი ყველგან არის.
 ქუჩა...
 თანამედროვე კორპუსი და პაწია პაგოდა... აგერ ეკლექტიკა... ეკლექტიკურ საქართველოზე რა გითხრათ და აი კატმანდუში ეს ხშირია
 მისამართი....
 ტრადიციული კარის ორნამენტი
 დაშანის ბოლო დღეა და ბევრი ჯერ კიდევ ისვენებს.

 ზაფრანით მორთული მანქანა :)))) ტიკიც გაუკეთეს :))) მოკლედ მგონი ჩვენთან რომ აკურთხებენ ხოლმე და ნაკლეიკას აკრავენ ეგ ვარიანტია.
 რელიგიური მსვლელობა. შინაარსი არ ვიცი მაგრამ წინ რაღაც ყვავილებიანი მიაქვთ და ძალიან ბევრი ხალხია
 კიდევ პატარა ტაძარი
 სუნელები :)
 მუსიკალური ინსტრუმენტები

 რაღაც ტკბილეულს ყიდის
 კიდე სალოცავი
 ჯამ-ჭურჭელი :))
ისევ ეკლექტიკური ნეპალი.

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания