Patan, Lalitpur Durbar square - 1 პატანი - ლალიტპური

 ოდესღაც კატმანდუს ქვაბულში სამი სამეფო იყო. ოდესღაც ნეპალიც მდიდარი იყო. ერთი სამეფოს დედაქალაქი იყო კატმანდუ, და მეფე ბინადრობდა დურბარის მოედანზე, მეორესი - პატანი (იგივე ლალიტპური, ანუ მშვენიერი ქალაქი) და მესამესი კი ბრაჰტაპური. მეფეები კი შესაბამისად მოცემული ქალაქების დურბარის მოედნებზე ბინადრობდნენ, პრინციპში, დურბარის მოედანი სწორედ სასახლის მოედანს ნიშნავს.

დღეს პატანი კატმანდუზე მიწებებულია, მათ მხოლოდ მდინარე ბაგმატი ჰყოფთ. სვაიამბუნატიდან  პატანში ტაქსით წავედი. გზად ტაქსისტს გამოვკითხე მანქანების და განბაჟების ფასები. ნეპალში განბაჟება 300% და suzuki maruti, რომელიც ინდოეთში იწარმოება და არცერთი თავმოყვარე ქართველი ზედ რომ არ შეხედავს, აქ 10 000$ ღირს. ბენზინი იგივე ღირს რაც ჩვენთან. გზები დედანატირებია, და "იამკებში" ხტუნაობისას შევარდნაძის დრო გამახსენდა.  პრინციპში, ძველი, კოლორიტული უბნების გარეთ თავი ხან 96-97 წლის ნავთლუხში მეგონა ხან სანზონაში.
 დურბარის მოედანზე აქაც შესვლა ფასიანია, 750 რუპი. თუმცა კიდევ მუზეუმებია სადაც კიდევ გადასახადია ბილეთების ფასი.



 ტაძრები ისევ და სასახლეები...ულამაზესი პაგოდები...
 ჩამოვჯექი პაგოდის საფეხურზე და დავიწყე კითხვა პატანის შესახებ.
 ხეზე ამოჭრილი ჩუქურთმები
 ძველი ქალაქი მართლაც მშვენიერია, რასაც ვერ ვიტყვი ახალზე...
 ამ ზარს იყენებდნენ რომ ხალხი შეეკრიბად მნიშვნელოვანი სიახლის სახნობად.

 სასახლე
 ისევ კარების თავი
კარები ახლოდან... შევედი სასახლეში...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия