ცოცხალი ქალღმერთის კუმარის სასახლე დურბარის მოედანზე

 ნეპალში, არა მხოლოდ ბევრი ღმერთია, არამედ ერთი ცოცხალი ქალღმერთის ჰყავთ, რომელიც ამ სასახლეში ცხოვრობს. კუმარის შესახებ ნახეთ ვიკიპედიაში. კუმარის ხილვა მხოლოდ ინდუისტებს შეუძლიათ, და მე რომ მივედი, ეზოში დიდი რიგი იდგა. ტურისტებს კი თავისუფლად შეუძლიათ სასახლის ეზოში ბოდიალი. დღის რაღაც მონაკვეთში კუმარი ფანჯრიდან იყურება და მისი დანახვა დიდი ბედნიერებაა მორწმუნეებისთვის. მე არც კი მიცდია დეტალების გარკვევა, და საერთოდ პატარა ქალღმერთმა ჩემში ინტერესი არ გამოიწვია, მხოლოდ სასახლის ეზო დავათვალიერე.
 გარე ფასადი.



 ეზოში ფანჯრები ტრადიციულ ნეპალურ სტილშია. სასახლე მგონი XVII საუკუნისაა.

 ხელოვნება
 ეს ქალღმერთი კალია მგონი.
 შიდა ეზო.
 ეს დავითის ვარლსკვავი სიბრძნის ღმერთის (თუ ქალღმერთის?) სიმბოლოა.

 კუმარის სურათის გადაღება აკრძალულია. გარეთ იყიდება წინა კუმარის ფოტოები.


 რელიგიური დანიშნულების ობიექტი.
 ისევ სიბრძნის სიმბოლო. ნეპალში ყველა სასწავლო დაწესებულებაზეა გამოსახული.
 შიდა ეზო.


 გარეფასადი
ფანჯარა

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия