მაისურები - მხოლოდ ნეპალში
უმუშევრობის გამო თუ სიდუღჭირის, თუ უბრალოდ ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო, ნეპალში მაისურების დიდი ნაწილი არა ტრადიციული "პრინტით" არამედ ხელით, საკერავი მანქანის მეშვეობით უკერება. დიზაინი მრავალფეროვანია და ორიგინალური, ერთი და იგივე არც ისე ხშირად მეორდება. ფასები მერყეობს 500 რუპიდან 1000 რუპიმდე, გააჩნია ორნამენტის სირთულეს. მაისურზე ჯერ ორნამენტის თარგი იხატება ფანქრით ან ცარცით, შემდეგ კი, აქვე, მაღაზიებში, კაცები საკერავი მანქანებით ქარგავენ ამ ორნამენტებს.
Comments
Post a Comment