საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე


22 ნოემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი ვაშაძის საჯარო ლექცია თემაზე საქართველოს ადგილი მსოფლიოში გლობალიზაციის პირობებში. ლექცია უფრო საინტერესო იყო ვიდრე ველოდი. გიორგი ვაშაძემ ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის ხედვის შესახებ საქართველოს როლზე, მომავალი განვითარებისთვის ინიცირებულ პროექტებზე, განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსმენა განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ. გიორგი ვაშაძემ პასუხები გასცა სტუდენტების კითხვებსაც. განსაკუთრებით საინტერესო და ნაწილობრივ მოულოდნელი იყო მისი ლიბერტარიანული შეხედულებები და ნაციონალური მოძრაობის შარშანდელი წინასაარჩევნო პროგრამის სერიოზულ ნაკლებძე საუბარი, კონკრეტულად, აღიარება იმისა, რომ პოპულისტური რიტორიკა სრული კატასტროფა იყო ყველა გაგებით. ეს მომეწონა. კარგი არა მხოლოდ ლექცია იყო, არამედ სტუდენტების მიერ დასმული კითხვები.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия