ქართული რეკლამების არაპროფესიული ფსიქო-სექსუალური ანალიზი


სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ორი ახალი რეკლამა - ესაა TBC ბანკის სამი მუშკეტერი და ინტერნეტ ბანკინგი და ჯიპიაი ჰოლდინგის "მისტერ რექსს მეტისმეტი მოუვიდა". თუ იმ პრინციპით ვიმსჯელებთ, რომ შავი პიარიც პიარია, მაშინ ორივე რეკლამამ თავისი საქმე კარგად გააკეთა - სოციალურ ქსელებში ასე არსერთი რეკლამა არ განხილულა, როგორც ესენი - გასაგებიცაა, რა იწვევს უფრო მეტ ინტერესს ვიდრე სექსი? არაფერი.

რეკლამის პათოსია, რომ თქვენი დამზღვევი, ძაღლივით ერთგული და საიმედო, მაშინაც არ გტოვებთ როდესაც გირჩევნიათ დაგტოვოს, იგი სულ თქვენთანაა.

რეაქცია - არც კი მინდა წარმოვიდგინო რა რეაქცია მოყვებოდა ლოგინში, ყველაზე მნიშვნელოვან მომენში ასეთ არსებას რომ აღმოაჩენ, და თან ასე რთულად მოსაშორებელი.

თუმცა ეს რეკლამა პირველი არ ყოფილა, ვინც სექსის და სექსის დროს დამსწრე უცხო პირების თემა გამოიყენა. ქართულ მარკეტინგში ამ საკითხში ფლაგმანი TBC ბანკი და სამი მუშკეტერია.



ამ რეკლამაში საქმე კიდევ უფრო მძიმედაა - თუ კი კაცი ლოგინიდან იმიტომ გაგირბით, რომ კომუნალურები გადაიხადოს, საქმე არა ინტერნეტბანკინგშია, არამედ იმაში, რომ თქვენი ურთიერთობები ძალიან მძიმე კრიზისშია... თუმცა კარადაში თუ 3 მუშკეტერი გყავთ, რა საკვირველია.

ბარემ აქვე დავდებ "ჩიტის" მიერ დამზადებულ შარჟსაც...



შარჟი კი კარგია, მაგრამ ამ ორ რეკლამას აერთიანებს პირად ცხოვრებაში ლეგიტიმური. მაგრამ უხეში შემოჭრა, ალბათ ჩვენს ქვეცნობიერში სამი მუშკეტერიც და რექსიც ის სამეზობლო-სანათესაოა, მუდმივად თვალყურს რომ გვადევნებენ და ვისი კეთილგანწყობის დამსახურება არის საშუალო სტატისტიკური კავკასიელის ცხოვრების არსი.  სწორედ ამიტომ აქვთ სამ მუშკეტერს კარადაში ყოფნის უფლება და რექსი მუდამ გვერდზე გვიწევს, რასაც არ უნდა ვაკერთებდეთ და ეს ნორმად აღითქმევა, რადგან ნორმაა პირად სივრცეში კეთილმოსურნეთა უხეში შემოჭრა

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия