ყაზგაზტრანსი - არაკომპეტენტური იდიოტების თავშესაფარი


სამწუხაროდ ამ არაკომპეტენტურობის და ანტისერვისის კანტორის აბონენტი ვარ.
პრობლემები დამეწყო 29 ოქტომბერს, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში, სახლში მარტო დედა იყო და სამზარეულოდან მოესმა ბრახუნის ხმა. როდესაც გავიდა სამზარეულოში ნახა რომ გაზის მრიცხველი ენარცხებოდა კედელს. მიზეზის გარკვევის შემდეგ გამოირკვა რომ ქვედა მეზპზობელს არ ვიცი რის გამო, გამოძახებული ყავდა ზემოთხსენებული კანტორიდან ხელოსანი და ის ისე ურტყავდა გაზის მილს რომ წარმოიქმნა ვიბრაცია და ჩვენი მრიცხველი ასე ეჯახებოდა კედელს. შედეგად მრიცხველს რაღაცა მოუვიდა და გაითიშა, გაზი აღარ მოგვეწოდა. დედაჩემმა პრეტენზია წაუყენა დაბლა მომუშავე ხელოსანს და მიიღო უზრდელური პასუსი "თუ რამე არ მუშაობს ლაბორატორიაში გაარკვიეთ" ხოლო შენიშვნაზე, რომ ასაკოვანმა და ავადმყოფმა ქალმა რატომ უნდა ირბინოს ლაბორატორიებში კიდევ უტიფარი პასუხი მიიღო "მეც ავადმყოფი ვარ".
პირველი - რა ჩემი საქმეა ვინაა ყაზგაზტრანსში ავადმყოფი??? ავადმყოფია და ნუ მუშაობს.

დედამ გამოიძახა ხელოსანი, რომელმაც დაადასტურა რომ ჩვენი მრიცხველი მწყობრიდან გამოსულია, შეადგინა აქტი, დააყენა დროებითი მრიცხველი და გვითხრა რომ ლაბორატორიიდან 1 კვირის შემდეგ დარეკავდნენ და წავიდა.
გავიდა 1 კვირა და 1 თვეც მაგრამ არავის არ დაურეკავს. მეც არ მეცალა, ხან გლანდების ოპერაცია გავიკეთე, ხან რა ხან რა, ბოლო ბოლო რა ჩემი საქმეა მაგათი ლაბორატორია???

გაგვახსენდა ეს ყველაფერი ინკასატორი რომ მოვიდა და შეიცხადა, კიდე დროებითი გაქვთო? დარეკეთო სამმართველოში და გაარკვიეთო.
დარეკა დედამ პარასკევს.
ვიღაც კაცი ელაპარაკა ზრდილობიანად, უთხრა თქვენ ნუ ღელავთო, ორშაბათს დარეკეთო დილით.
დარეკა ორშაბათს, ანუ გუშინ 11 საათზე. აღმოჩნდა რომ ეს დილა აღარაა. საკმაოდ უხეშად ვიღაც ქალმა უთხრა რომ გადმოერეკა ხვალ (ანუ დღეს) 9:30-ზე.
დარეკა დღეს. ოპერატორმა მაშინვე თავიდან მოიშორა და გადასცა იმ ხელოსანს ვინც იყო ჩვენთან მოსული. ხელოსანმა იბლუყუნა, მოდითო, 6-მდე აქ ვართო და გაარკვიეთო.

ჩავიცვით და წავედით.
ვაკის ყაზგაზტრანსი განლაგებულია ელბაქიძის 8 ნომერში მეორე სართულზე.
პირველი რაც გაირკვა რომ 6-მდე არავინ არაა. დაგვხვდა მარტო უფროსი, რომელიც არაფრის აზრზე არაა და ოპერატორი, რომელიც წივის და კივის რომ აბონენტების ატანა არა აქვს. ხელფასს კი იღებს.
ჯერ ის გვითხრეს რომ თურმე 5 დღის (!) განმავლობაში ჩვენ უნდა მიგვეკითხა ლაბორატორიისთვის!!! და რომ ხელოსანს უნდა რაღაც შეტყობინება დაეტოვებინა რაც არ დატოვა!!!
უფროსმა გასაგებად ვერ გვითხრა თუ რა დასკვნა გამოიტანა ლაბორატორიამ! "ვერ გავხსნიო"
უფროსი თამარ ჩუბინიძე იმას გაიძახოდა რომ აქ 2 ნოემბრიდან გადმოვიდა და რაც მანამდე მოხდა მას არ ეხება!!!
რა აბონენტის საქმეა ვინ როდის და სად გადავიდა???

ხველაფერზე პასუხი იყო ხვალე მოდითო და თქვენთვითონ გაარკვიეთ ხელოსნებთანო, რატომ გაფუჭდა მრიცხველი და რატომ არ დაგიტოვეს შეტყობინებაო. ჩვენს პრეტენზიაზე კი თუ რატომ არ გვითხრა ოპერატორმა რომელ საათზე მოვიდეთ პასუხი იყო "და რატომ არ იკითხეთ" დამესიზმრება მაგათი გრაფიკი????
მე რომ ვთქვი რომ არ მაინტერესებს მაგათი შიდა გარჩევები, ის მინდა რომ მოვიდნენ, დააყენონ მუდმივი მრიცხველი და გამოწერონ ქვითარი წინა თვის დახარჯულ გაზზე, ატეხეს ერთი აყალმაყალი, თქვენთვითონ უნდა გაერკვიოთო, და ახალი მრიცხველი იყდოთო.
აქ მე გავეცხლდი.
რატომ უნდა ვიყიდო მე მრიცხველი როცა მე არ გამიფუჭებია??? იყიდოს იმ დებილმა ხელოსანმა.
ამას მოყვა წივილკივილი რომ ჩვენს პრობლემებს ძალიან დიდი ხანია უსმენენ და ატანა არა აქვთ ჩვენი!!!
ხოლო შენიშვნაზე რომ ჩვენს მომსახურებაში და ატანაში ეგენი ხელფასს იღებენ, კიდე უარესი წივილკივილი მორთეს...

ხვალ ვაპირებ დიქტაფონზე ჩავწერო მაგათი წივილკივილი და დავდო აქ. როგორც ყაზგაზტრანსის თანამშრომლების არაკომპეტენტურობის და უზრდელობის მტკიცებულება.
ბოლო ბოლო მე რატომ უნდა ვარკვიო მაგათი ამბები????

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия