პანფილოვის ექსკლუზივი

ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორს, ოლეგ პანფილოვს, ყოველთვის იცნობდნენ როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქომაგსა და მეგობარს... საქართველოსა და ქართველების მიმართ ბატონი ოლეგის სიყვარული იმით დაგვირგვინდა რომ შარშან საქართველოს მოქალაქე გახდა და დღეს უკვე არა როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმარი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე... 9 აპრილს, როგორც ბატონმა ოლეგმა “ფაქტნიუსს” ექსკლუზიურ ინტრევიუში განუცხადა, მხოლოდ იმიტომ წავა მიტინგზე, რომ თავისი პროფესიული ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და ამ მიტინგებისაგან ახალს არაფერს ელოდება. მისი თქმით, ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება მიტინგებს მოჰყვეს, ქვეყნის მმართველობაში იმ ოპოზიციონერთა ჩართვაა, რომლებიც ზომიერ ოპოზიციას მიეკუთვნებიან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობა შეუძლიათ. პანფილოვი, ასევე, მიიჩნევს რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა არაკონსტიტუციურია და არ შეიძლება, ადამიანთა ახირებებს პოლიტიკური სტატუსი მივანიჭოთ.“მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს, დღე 6 საათზე იწყება და დღის დასაწყისის 7 საათზე გადმოიტანა, ცოტა არ იყოს, აბსურდულია,~ _ ამბობს იგი. ბატონი ოლეგი ამჟამად თბილისში მივლინებით იმყოფება და, როგორც გაგვიმხილა, სპეციალურად ეცადა, მივლინება ოპოზიციის მიტინგს დამთხვეოდა, რომ რათა ადგილზე უკეთ დაკვირვებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=1897

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия