წინა პოსტში დაწვრილებით ავღწერე როგორ მუშაობს ზოგადად სისტემა. ახლა განვაგრძობ თხრობას. ესე იგი გიდი შეგვხვდა, კიდევ ერთხელ გაგვაცნო პროგრამა და გაგვიძღვა სასეირნოდ. სამხრეთ ნეპალი დაბლობია, ადრე აქ სულ ჯუნგლები, ჭაობები და მალარიის კოღოები იყვნენ. ერთადერთი ეროვნება, ვისაც აქვს მალარიის იმუნიტეტი ტარუა. მათ გარდა აქ ვერავინ სახლობდა. ტარუს ხალხი სახლებს მაღალი ბალახისგან (ტორფის მაგვარი) და ტალახისგან აშენებენ, გადახურვაც ბალახისაა. თანამედროვე სახლებზე შიფერია ხშირად, როგორც ზედა ფოტოზე. 50-60-ან წლებში ჭაობები დააშრეს, ჯუნგლების დიდი ნაწილი გაჩეხეს და აქ დასახლდა სხვა ხალხის, ბევრი ინდოეთიდან ჩამოვიდა, და დაიწყეს სოფლის მეურნეობა. ჩიტვანი კი სამეფო ნაკრძალი და სანადირო იყო. ძირითადი კულტურა ბრინჯია. ასე გამოიყურება ბრინჯის მივდვრები.