მეგალითები – უცნობი საქართველო

ხედი
რამდენი თქვენგანია ნამყოფია ვარძიაში და წარმოდგენაც არ აქვს თუ რამდენი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ღირსშესანიშნაობაა მტკვრის ხეობაში და ხეობის მახლობლად სოფლებში. სოფელი სარო მდებარეობს ასპინძის რაიონში, ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში, ხერთვისამდე არ მისული 7 კილომეტრი. სარო ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა, პლატოზე, ღრმა კანიონის პირას. ეს ძველი მესხური სოფელია, სადაც უმეტესად ჭარბობს ძველი მიწური სახლები, ისეთი, სადაც საქონელიც და ხალხიც ერთ სახლში ცხოვრობს. თუმცა სოფელი მხოლოდ ამის გამო არაა ღირსშესანიშნავი, არც მთავარანგელოზის IX საუკუნის ბაზილიკის გამო. აქ შემორჩენილია უძველესი ციხეების ნაშთები, რომელიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ციხეები უზარმაზარი თითქმის დაუმუშავებელი ქვებითაა აშენებული. სულ სამი ციხეა, და ერთ-ერთი ვერსიით სამცხეს სახელიც სწორედ ამ სამ ციხეს უკავშირდება.

სრულად სტატია იხილეთ თავისუფალ ზონაზე.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия