
სტატიის ორიგინალი - თავისუფალ ზონაზე
თელავის ცენტრალური გამზირი, ხედი მოედნიდან
გასულ წელს, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტი იყო ძველი თელავის რეაბილიტაცია, რომელიც 2012 წლის ზაფხულს ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვალა თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა, განახლდა თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყო 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი. თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებდა.

მოკლე დროში საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა, თუმცა თელავის სრულ გასაკეთილშობლებლად ეს მაინც ცოტაა. სამწუხაროდ ახალი მთავრობის პირობებში რეაბილიტაციის პროექტი გაიყინა და შემდეგი ეტაპი აღარ დაიწყო.

თუმცა თელავი გაცილებით მეტია, ვიდრე რეაბილიტირებული ნაწილი. არც თუ ისე ბევრი ქალაქი დაიკვეხნის საქართველოში ისტორიული შენობების ასეთი რაოდენობით, რაც თელავშია.

თელავის ცენტრალურ უბნებში შენობების ძირითადი ნაწილი საუკუნეზე მეტისაა, და მათ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი იცავს. თუმცა უამრავი უნიკალური შენობა ძალიან მძიმე დღეშია და შველას საჭიროებს.

ვინაიდან, რაც არ უნდა ითქვას იუსტიციის სახლზე (რომელსაც თელაველები რაფაელოს უწოდებენ), და თეატრის ახალ ფასადზე (რომელიც მე პირადად სრულიად არ მომწონს), თელავი უპირველეს ყოვლისა, სწორედ ძველი თელავის უნიკალური საუკუნოვანი სახლებია.

ნადიკვარზე კი მოწყობილია გადასახედები, საიდანაც ხალხს შეუძლია დატკბეს ალაზნის ველის ხედებით.

ესეც თანამედროვე არქიტექტურა თელავში - იუსტიციის სახლი, რომელსაც ადგილობრივებმა "რაფაელო" შეარქვეს. შენობა დაპროექტებულია "Laboratory of architecture"-ს მიერ და გაიხსნა 2012 წლის 15 აგვისტოს.

თელავში ცხოვრობდა გამოჩენმილი უკრაინელი პოეტი - ლესია უკრაინკა, რომლის ძეგლის ამშვენებს ნადიკვრის პარკს.
ეს ძველი-განახლებული თელავის არასრული ფოტო მიმოხილვაა. ამ კოლორიტულ ქალაქში სანახავი მართლაც რომ გაცილებით მეტია.
Comments
Post a Comment