ზურაბ ჭიაბერაშვილი – რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელია საქართველოსთან

პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ინტერვიუ მისცა თავისუფალ ზონას. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სამთაწყაროში და ადიგენში განვითარებული მოვლენები, რამდენად არსებობს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების რისკები.
ბატონო ზურაბ მინდა დაგისვათ კითხვა როგორც პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთში. ახლა აქტუალურია ადიგენის რაიონში მიმდინარე მოვლენები, მსგავსი კი კახეთშიც ხდებოდა, კონკრეტულად სამთაწყაროში. საქართველოში, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, გინდა შევარდნაძის დროს, გინდა ნაციონალური მმართველობის დროს, არ ყოფილა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ახლა რამ გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია რელიგიურ ნიადაგზე და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?
ამაში არ დაგეთანხმები. შევარდნაძის დროსაც მკვეთრი დაპირისპირება იყო, ოღონდ ახალ დენომინაციებთან, მაგალითად იეღოვას მოწმეებთან, მაგრამ ისტორიულ დენომინაციებთან, როგორიც არიან ებრაული თემი, მუსულმანები, პროტესტანტები ან კათოლიკეები, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ საქართველოში, ესეთი დაპირისპირება არ იყო. რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელია პირველ რიგში საქართველოს ისტორიასთან და ღირებულებებთან, იმიტომ, რომ ერთის მხრივ თავს ვიწონებდეთ რომ ძველ თბილისში გვერდიგვერდ დგას მეჩეთი, ეკლესია, სინაგოგა, და მეორესმხრივ იმ ადამიანებს დევნიდნენ ვინც დადიან სინაგოგაში, მეჩეთში, ეს შეუთავსებელია. ეს შეუთავსებელია საქართველოს ისტორიასთან და ჩვენს იდენტობასთან, შეუთავსებელია ჩვენს კონსტიტუციასთან, საქართველოს ევროპულ მომავალთან, დემოკრატიასთან, ანუ ყველაფერთან შეუთავსებელია. ჩვენ თუ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასების თანახმად საქართველოს რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით პრობლემები არ იყო. მოდის ახალი ხელისუფლება და უცბათ ჩნდება ამდენი პრობლემა, იფეთქა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, ახლა ჭელაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რომ იყოს ერთი შემთხვევა, შეიძლება თქვა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, აშკარა არის რელიგიური ექსტრემიზმის გამოცოცხლება. მთავრობას მართებს არა ძალისმიერი მეთოდებოთ გადაწყვიტოს ესეთი საკითხები, არამედ რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმოს თვითონ საზოგადოებასთან დიალოგს და ურთიერთობას, აუხსნას მათ თუ როგორ ვნებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეს ყველაფერი.


Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания