სამგლოვიარო ტურიზმი
ჩემი მუდმივი დამქირავებელია მშვენიერი ტურისტული სააგენტო ვანდერლენდი. დღეს ჩვენმა დიადმა და დამსახურებულმა ტუროპერატორმა ლაშა ბერეკაშვილმა ფეისბუქზე ასეთი სტატუსი დადო:
დარეკეს ოფისში 28 კაციანი ავტობუსი გვინდაო პანაშვიდზე მივდივართო... :)ვერ გევიგე ეხლა დამკრძალავი ბიური ვართ თუ ტურისტული ?..:))))
რადგან არის მოთხოვნა, ჩვენი გუნდის ვალია დავაკმაყოფილოთ იგი.
ამიტომ სასწრაფო რეჟიმში შევიმუშავეთ სამგლოვიარო ტურიზმის კონცეფცია.
ატრიბუტები:
კატაფალკი მძღოლით და მღვდელით.
ავტობუსი მგლოვიარე საზოგადოებისთცის. ესეც მძღოლით.
გიდი.
თუ მიცვალებული მეგრელია მაშინ მოტირალე ქალები.
მინიბუსი ტურისტებით (აბა მგლოვიარეებს როგორ შევუმსუბუქოთ ხარჯები? თან ტურისტული ბიურო ვართ ბოლო ბოლო)
ქელეხში თანადა.
სიტუაციის მიმდინარეობა:
მღვდელი და გიდი გვერდიგვერდ.
ფონად მოტირალეთა დატირება.
მღვდელი ბუტბუტებს ლოცვებს.
გიდი გამჭოლი ხმით ყვება ქართველთა დაკრძალვის ტრადიციებს ყორღანული კულტურიდან დღემდე. თუ მიცვალებული არაა ქართველი, მაშინ შესაბამისი ერის დაკრძალვის ტრადიციებს.
ტურისტები სურათებს იღებენ მიცვალებულთან და კატაფალკაზე.
ასე მიდისავტობუსი სასაფლაოზე.
აქ კუბოს მარხავენ, გიდი ისევ გაუჩერებლივ ლაპარაკობს, თან ისეთი ტონით რომ მესაფლავეებიც სადაცაა ატირდებიან. მღვდელი ლოცულობს. გიდი დადუმდება და აცლის მღვდელს ხმამაღლა ლოცვას. ფონად ისევ მოტირალეთა მოთქმები.
ტურისტები აქეთ იქეთ დარბიან და სურათებს იღებენ.ბოლოს დიდი ჯგუფური სურათი, მესაფლავეები, ჭირისუფლები, ტურისტები, გიდი, მღვდელი და მოტირალეები.
შემდეგ ყველა ჯდება ავტობუსში და მიდიან ქელეხში.
ტურისტებისთვის აქაც ღვინის დეგუსტაცია ტარდება. ანახებენ პურის ცხობას და უტარებენ მოკლე ექსკურსს ქართულ სამზარეულოში.
გიდი ყვება ქელეხის ტრადიციებზე.
პროფესიონალი თამადა უძღვება სუფრას.
ბოლოს კი კიდევ ერთი ჯგუფური ფოტო.
აი ასე.
არ მოგწონთ?
აბა რას უკვეთავთ საპანაშვიდე ავტობუსს ტურისტულ ბიუროს? :)))

Comments
Post a Comment