ურჩხულებზე... :)
...მილიარდერის ხსენებისთანავე დარბაზში ჰაერი დაიმუხტა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩიორა თაქთაქიშვილმა თეა წულუკიანს შეახსენა, ივანიშვილთან მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდით, რაც მან თქვენი დაფინანსება დაიწყოო, მინისტრობის კანდიდატის იურიდიული მოთმინების ფიალა ამოიწურა:
–თქვენი მზე ჩაესვენა, თქვენ არასერიოზული პოლიტიკოსი ხართ!–მიმართა მან ჩიორა თაქთაქიშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა დამცინავი ღიმილით უპასუხა, თუმცა, წულუკიანის რეპლიკა დარბაზიდან უპასუხოდ არ დატოვეს:
„ჩვენი მზე მალე ისევ ამობრწყინდება“, – წარმოთქვა კომიტეტის წევრმა უმცირესობიდან, რასაც უკვე ფრაზების გაცვლა მოჰყვა: წულუკიანი: „მაგაზე იოცნებეთ!“ კომიტეტის წევრი უმცირესობიდან: „ეგ
თქვენი პრეროგატივაა და ვერ შეგეცილებით“...
...უმცირესობიდან ბევრს შეუსაბამოდ მოეჩვენა თეა წულუკიანის ფრაზა, რითაც მან ყოფილი მინისტრი მოიხსენია: „არ შეიძლება ქვეყანას „ურჩხული მინისტრი ჰყავდეს“. ამ ფრაზამ დარბაზში მყოფი უმცირესობის წარმომადგენელთა სიცილი გამოიწვია, რადგან ზურგსუკან სწორედ რომ თეა წულუკიანს უწოდებენ მისივე თანაგუნდელები „ურჩხულს“ – როგორც ჩანს, წულუკიანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა...
via - https://www.facebook.com/natalie.sidamonidze?fref=ts

Comments
Post a Comment