ბაჩო ახალაია - ჯალათი თუ გმირი?
სიმართლე გითხრათ აქამდე სულაც არ დავინტერესებულვარ ბაჩო ახალაიას პიროვნებით. მარტო ის ვიცი რაც ყველამ:
2005-2008 - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
2008-2012 - ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მერე კი მინისტრი.
2012 - შსს მინისტრი.
ჭორები კი გამიგია მისი სადისტური გადახრების შესახებ, პატიმრებს აწამებსო, მაგრამ მარტო ჭორები...
თავდაცვის სამინისტროდან მასზე არავითარი ჭორი არ მახსოვს, არც კარგი არც ცუდი. ყოველ შემთხვევაში ჯარისკაცების წამებას მგონი არავინ აბრალებდა და რამდენადაც ვიცი ცუდი მინისტრი არ იყო.
ამის მეტი არაფერი არც ვიცი და არც დავინტერესებულვარ, სანამ არ აგორდა სკანდალი პატიმრების წამებაზე.
ემოციებისგან გადარეული ბრბო და სტუდენტობა ითხოვდა მის სისხლს... ნუ ეს გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში აგორებულმა ტალღამ მას შსს მინისტრის პოსტი დაატოვებინა. ბრბო რატომღაც მას ადანაშაულებს წამებებში, თუმცა ახალაია ამ სტრუქტურაში 4 წელია აღარაა...
კიდევ ბრალდებებიც გაისმა პოლკოვნიკი თეთრაძის სასტიკ მკვლელობაზე, გოდერძი კიკნაძეს კიდევ ვიღაცის მკვლელობის საქმე აჰკიდესო... მაგრამ მტკიცებულებები არასაკმარისია რაც ვიცი.
ნუ ახლა ისეთი ეგზალტირებული განცხადებები არ გვინდა - ახალაიამ მოიგონა წამებაო.. მომგონს თუ ვეძებთ შევარდნაძემდე, საბჭოთა დრომდე და შუა საუკუნეებამდე უნდა ჩავიდეთ. ერთადერთი რაში შეიძლება ობიექტურად დაედოს ბრალი რომ არ ჩაატარა რეფორმები.
მეორე მხრივ უკვე რამდენიმეჯერ გავიგე რომ ახალაია მკაცრი, შეიძლება სასტიკი ადამიანიცაა, მაგრამ არა სადისტი. რომ იგი მთელი სიმკაცრით და სისასტიკით ებრძოდა კანონიერ ქურდებს, ქურდულ მენტალიტეტს და ყველაფერს რაც ქურდულია, ამიტომაც გახდა შავი პიარის მსხვერპლი.
როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ ჩატარდეს გამოძიება ბაჩო ახალაიას საქმიანობის, ყველა ბრალდების რასაც უყენებენ და გაირკვეს ბოლო ბოლო დიმართლე. თუ დასასჯელია დაისაჯოს (მაშინ მგონი მეორე ოქრუაშვილი გამოგვეცხადება) თუ კი უდანაშაულოა და ეს ყველაფერი ქურდული სამყაროდან მმდინარეობს - გმირად გამოცხადდეს, იმედია ვინც მკითხულობს, ყველას ახარებს ის რომ საქართველოში არცერთი ქურდი არაა ციხის გარეთ, ციხიდანაც ქურდები ვეღარ მართავენ ვერაფერს, და ქურდული სიტუაციები საქართველოში მოისპო. ხოლო კიბო ოპერაციის გარეშე არ იკურნება, ამიტომ თუ გადაჭარბება მოხდა ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში, ეგ არ ითვლება. ამ საზიზღრობასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მთელი სიმკაცრით და დანდობის გარეშე.
კომენტარებში გთხოვთ ემოციებისგან თავი შეიკავოთ.
არგუმენტები "სადისტია, ყველამ იცის" არ მიიღება.
დაწერეთ მარტო ფაქტები, სასურველია წყაროების დასახელებით.
Comments
Post a Comment