წარსული და სიმბოლიკა

ლიტვაში და პოლონეთში მიიღეს კანონები, რომლის თანახმადაც კომუნისტური სიმბოლიკა უთანაბრდება ნაცისტურს და იკრძალება.
მტკივა რომ არაა ასეთი კანონი საქართველოში. მეზიზღება გორი, სადაც სტალინის - მსოფლიოში უდიდესი სისხლისმსმელის ძეგლია წამოჭიმული. მეზიზღება რომ ბერვ დაბასა თუ სოფელში შემორჩენილია სტალინის ქუჩები. ასე რთულია გადარქმევა?
არაა ჩვენთან ლუსტრაციის კანონი, რაც ხელს უხსნის ყველნაერ კლიმიაშვილებს, გულაშვილებს და გაცილებით უფრო სახიფათო ჩკისტებს.
მტკივა უფროსი თაობის ნაწილი რომ ამართლებს ყველაფერს ომის მოგებით. რა მოიგეს ჩვენმა პაპებმა ან რისთვის იბრძოდნენ? თავისუფლება? არა! დაამარცხეს ტირანი? არა! რადგან მათ არანაკლებ საშინელი ტირანი ხელმძღვანელობდა. სამაგიეროდ გააძლიერეს საბჭოთა კავშირი!!!
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ მესამე რაიხი არ დამარცხებულიყო და ნიუმბერგი არ მომხდარიყო. რა გვეცოდინებოდა ნაციზმზე? ძალიან ცოტა და გასამართლებელი საბუთებიც გაცილებით მეტი იქნებოდა. ბუნდოვანი წარმოდგენა გვექნებოდა ოსვენციმზე, არაფერს გავიგებდით გაზის კამერებზე.. და ნაცისტი გერმანელებიც იტყოდნენ ბევრს მუხლებიდან ადგომაზე და ეკონომიკის აღორძინებაზე. საბედნიეროდ ასე იქ ასე არ მოხდა. საუბედუროთ საბჭოთა კავშირში ეს ასე მოხდა.
ჩვენ ტრადიციულად მოხუცებს პატივისცემით ვეპყრობოდით, მათ აზრს პატივს ვცემდით, მაგრამ დრომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იმ ბებრებს ვინც წარსულს მისტირის სიბრალურით ვუყურებთ. მათი იდეალები გაქრა, მონობა შეწყდა და თავისუფლება რა არის არ იცოდნენ. ამ მონობის დასაცავად იმდენი იბრძოლეს რომ სხვა რამის თავი არ ჰქონდათ.
ის კი ავიწყდებათ რომ კომუნისტებმა დაქსაქსეს საქართველო, ტაო-კლარჯეთი თურქებს აჩუქეს, სამაჩაბლოს ოსური ავტონომია მისცეს. აფხაზებსაც, საინგილო აზერბაიჯანს უბოძა ორჯონიკიძემ და ლორი სომხებს. ეგ ახსოვდა იმ კომუნიზმის მაშენებელ თაობას, მათ თვალწინ მოხდა, ისინი კი განაგრძობდნენ კომუნიზმის მშენებლობას, მერე კი ენთუზიაზმით სავსეები წავიდნენ და გერმანელებს ეომნენ.
რისთვის იბრძოლეს ა რა მოიგეს ჩემთვის გაუგებარია, თუმცა სრულიად გასაგებია პოლონელი, ფრანგი, ინგლისელი, და ა.შ. ხალხების ბრძოლა.
სამწუხაროდ ასეთი აზრები არა მხოლოდ ბებრებს აწუხებთ... დღეს წავაწყდი ფორუმს politforumi ასეთი სანაგვე არსად მინახავს.... საბჭოთა კავშირის პატრიოტი ხალგარზდა და არც ისე ქართველობა. მიშას სიძულვილით ყვეყნის დაქცევაზე მეოცნებე. სანამ მე მიმაჩნდა ტვინის დარბილება სუფთა რუსულ დაავადებად აღმოვაჩინე ადგილობრივი ტვინგახრწნილები. ისეთები ვინც კომუნისტებს ემხრობოდა 20-ან წლებში. ისეთები ვინც თბილისში რუსულ ტანკებზე ოცნებობდნენ შარშან ზაფხულში....
სანამ წარსულის ცოდვებს არ მოვინანიებთ და არ გამოვააშკარავებთ, სანამ ყოველგვარ დამოკიდებულებას არ მოვიხსნით, წინ ვერ წავალთ. ბალტიელებმა ეს უკვე გააკეთეს, და ისინი ევროკავშირშიც არიან და ნატოშიც. ჩვენ კი სტალინის ძეგლი გვიდგას, ტოლერანტულად ვექცევით კომუნისტებს და მოკომუნისტო ელემენტებს, ხოლო ევროპა და უსაფრთხოება მიუღწეველ ოცნებად გვაქვს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия