Posts

Showing posts from 2014

კოპანის მონასტრის ბაღში

Image
მონასტრის ბაღში მინიატურული ქანდაკებებია. ბუდა ქადაგებს ცხოველებთან.

6 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

Image
გავიღვიძე მონასტრის ზარამდე. გუშინ გეშეს სწავლებამდე კარინმა აგვიხსნა ტიბეტური ეტიკეტი, მასწავლებელს ფეხზე ამდგარი უნდა დავხვდეთ. როდესაც შემდეგ კატინსაც ფეხზე ამდგარი დავხვდით უეჭველი ესიამოვნა. კარინის სწავლება საინტერესოა. გეშესგან მეტს ველოდი. შეიძლება ენის პრობლემაა, ინგლისური ხომ არაა ჩვენი მშობლიური ენა, არც ჩემი, არც მასწავლებლების, ბუდიზმი და დჰარმა კი რთულია. რთულია ამ ყველაფრის გონებაში სწორად თარგმნა, გაგება... ინგლისურ ენოვნები უკეთეს დღეში არიან. ახლა დილის ყავა და მედიტაციაა.

SEO ხელსაწყოები თქვენი საიტისთვის.

Image
ჩემი საიტის  Highlander travel - tours in Georgia  სეო მაჩვენებლები ძალიან არადამაკმაყოფილებელია. ადრე ვიკიდებდი რადგან დომეინი www.georgia-tours.eu  გაზაფხულზე ვიყიდე და ახალ დომეინს დრო უნდა. მაგრამ უკვე ნახევარი წელი გავიდა და დროა საქმეს მივხედოთ. პირველ რიგში საჭიროა On Site SEO რაც მოიცავს თავად საიტის ოპტიმიზაციას. ძირითად ნაწილს მე თვითონ ვაკეთებ. Wordpress-ზე ვიყენებ შემდეგ პლაგინებს: mqTranslate - ენებისთვის. და აქედანაც მოდის ბევრი დიდი პრობლემა. Yoast Wordpress SEO - ყველაზე პოპულარული SEO პლაგინი Integration of Yoast wordpress SEO module with mqtranslate module - ამ ჯიგარს ავტორი რომ მოუგვარებს meta description პრობლემას გადაიჭრება თარგმნის პრობლემაც. Yoast SEO fix for qTranslate - იმედია სათაურებს პარსირებას უკეთებს... Google Analytics by Yoast Google XML Sitemaps v3 for qTranslate როგორ შევამოწმო საიტის ავ-კარგიანობა? ინტერნეტში არის მთელი რიგი სხვადასხვა სასარგებლო საიტები: http://smallseotools.com/ - სხვადასხვა ხელსაწყოები, უფასო...

საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია

Image
ბიძია გუგლისთვის საიტის სიჩქარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, და არა მხოლოდ გუგლისთვის, არამედ მომხმარებლისათვისაც. საიტი უნდა მოხერხებული იყოს, არ ღლიდეს, დროზე იტვირთებოდეს, როგორც კომპიუტერში, ასევე მობილურ მოწყობილობებში. გუშინ შევამოწმე საიტი გუგლის სიჩქარის ანალიზატორში  და საგანგაშო შედეგი - 50 ქულა მივიღე :( http://tools.pingdom.com/fpt/ არც ამან მანუგეშა. დავიწყე ჩალიჩი, ქეშის ოპტიმიზაცია, ზედმეტი ქაუნთერი მოვაშორე, ეგეც ანელებდა, HTML და CSS მინიფიკაცია, ჯავა სკრიპტზე იგივე ვერ ვქენი სლაიდერის გამო. კიდევ ერთი სერიოზული პეობლემა აღმოჩნდა სურათების ოპტიმიზაცია. ამის კარგი საშუალება ვიპოვე აქ -  http://tools.dynamicdrive.com/imageoptimizer/index.php  შევკუნშე სირათები. მოკლედ ბევრი წვალების შემდეგ 50-დან ავედი 84-ზე. http://gtmetrix.com/reports/www.georgia-tours.eu/uwAUvJr2   აქაც შედეგი დამაკმაყოფილიბელი აღმოჩნდა. თუმცა სამუშაო კიდევ არის, ძირითადად ჯავა სკრიპტებზე და htaccess. საიტიც არ დაზიანდეს და სიჩქარეც მოემატოს. სასარგებლო ბმულები: რამდენად ...

5 ოქტომბერი, კოპანის მონასტერი

Image
 როგორც წინა პოსტში მოვყევი , ვიყიდე რვეული და დავიწყე წერა. რადგან დილით საუბარი არ შეიძლებოდა, წერისთვის საკმარისი დრო იყო. ვაგრძელებ რვეულში ჩანაწერებით. გუშინ პირველი საღამო იყო. ყველაზე ძნელი მედიტაციაა, ჯდომა მტკივნეულია, ფეხები და წელი მტკივა, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ. აქ 150-ზე მეტი ადამიანი ვართ, კანადიდან ავსტრალიამდე, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან და ალბათ ევროპაში ქვეყანა არაა, რომ იქედან ვინმე არ იყოს, მათ შორის ფინეთიდანაც. ცხელა. ლანჩის მერე საათნახევარი თავისუფალი დრო გვაქვს და ფოტოებზე გამოვიყენებ. ასაკოვანი ბერების გარდა ბავშვებიც არიან მონასტერში. გარეგნობით მე ირანელი ვგონივარ ზოგს.

კოპანის მონასტერში მისვლა, ნეპალი Check in Kopan monastery October 2014

Image
ალბათ ბლოგში ყველაზე საინტერესო ნაწილს ვიწყებ. ჩემამდე რომელიმე ქართველი იყო ბუდისტურ მონასტერში რამდენიმე დღე??? კოპანის მონასტერი მდებარეობს კატმანდუს გარეუბანში, ბოუდჰასთან, კაპანის მთის წვერზე. მონასტერი 70-ანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ლამებმა იეშემ და ზოპამ. ლამა იეშე ტიბეტიდან იყო ლტოლვილი, ხოლო ზოპა ნეპალელია. ლამა იეშემ 1971 წლიდან დაიწყო ყოველწლიურად ევროპელების მიღება მედიტაციის კუსებზე, რაც ყოველწლიურ ნოემბრის კურსებად გადაიქცა. დღეს კოპანის მონასტერი გაცილებით დიდია ვიდრე დაარსების პერიოდში, აქ 300-ზე მეტი ბერი ცხოვრობს, აქვე ახლოსაა დედათა მონასტერი, სადაც დაახლოვებით ამდენივე მონაზონია. კოპანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუდისტური ცენტრია, სადაც აქტიურად მიდის ბუდიზმის სწავლება დასავლელებისთვის. ყოველ წელს ათასზე მეტი ევროპელი, ამერიკელი და ავსტალიელი მოდის აქ.

ოცნებების ბაღი, კატმანდუ, ნეპალი

Image
 კატმანდუს ცენტრში, ტამელთან ახლოს არის ეს პატარა სიმშვიდის ოაზისი. პარკში შესვლა ფასიანია, მგონი 200 რუპი ღირს. აქ რესტორანიცაა.

ძველი კატმანდუს კოლორიტი, ნეპალი

Image
 ნეპალის და ბუდიზმის დროშები. ბუდიზმის დროშა XIX საუკუნეში მოიგონეს და მისი ნახვა ყველა ტაძარზე შეიძლება, ასევე ბუდისტების სახლებზეც. სიმბოლიკაზე ვიკიპედიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ .

Janabaha temple Kathmandu - ჯანაბაჰა, ბუდისტური ტაძარი, კატმანდუ, ნეპალი

Image
 ასანზე ბოდიალისას ამ ჭიშკარს გადავეყარე და შევედი. ჯანაბაჰა ბუდისტური ტაძარია. ვერავითარი ინფო ამ ძეგლის შესახებ ვერ ვიპოვე. ასე რომ მხოლოდ ფოტოებს გთავაზობთ.  ეზო

ივანიშვილის პირველი ცოლი სასამართლოში ჩივილს აპირებს

Image
ამ თემაზე ადრე დავწერე ამ ბლოგში: ივანიშვილის საიდუმლოებით მოცული ცოლი პარიზის მე-13 ოლქის მიერ გაცემული ცნობის თავისუფალი ანალიზი ახლა ამასაც ნაციონალობას შეაწერენ :))

ასანი, კოლორიტული კატმანდუ, ნეპალი, გაგრძელება

Image
 ტიპიური ტანსაცმლის მაღაზია. მიდი და არ აგიჭრელდეს თვალები. ასანი კატმანდუს ერთ-ერთი უძველესი უბანია. ინფო ვიკიზე , ლონლი პლანეტზე , ტრიპედვაიზორზე .  თუ თქვენ არ ხართ მაღალი და გამხდარი ხართ, მაშინ აქ ძალიან ფართო არჩევანი გელოდებათ, ხოლო მე საშუალო ნეპალელზე გაცილებით მაღალი და საკმაოდ მსუქანი ვარ ასე რომ არატურისტულ ტანსაცმლის მაღაზიაში ვიცი რომ არაფერი მელოდება, თუმცა ყველაფერი ჭრელი და ლამაზია.

ასონი, კოლორიტული კატმანდუ, ნეპალი

Image
ხილ-ბოსტანი ასონის მოედანზე. ისე რომ იცოდეთ აქ გრძელი ბანანები მაიმუნების საჭმელია, ადამიანები მოკლეს ჭამენ, უფრო რბილ და გემრიელს.

ტამელი და ასონი, კატმანდუ, ნეპალი

Image
 დადგა 4 ოქტომბერიც... მიიწურა დაშანი... მეც კატმანდუს ძირითადი ღირსშესანიშნაობები ვნახე უკვე და ქალაქის ცენტრში აღარ მიჭირს ორიენტაცია... დილა თავისუფალი მაქვს, ლანჩზე დაპატიჟებული ვარ და ლანჩის მერე კოპანის მონასტერში მივდივარ. სადაც 10 დღის გატარებას ვაპირებ.  დილით კი ვსეირნობ.. ტამელის ეს გაშიფრვა მომეწონა :) არის ამაში სიმართლე :)

პაშუპატინათი, კატმანდუ, ნეპალი, პოსტი უკანასკნელი

Image
 შივას ტაძარი

პაშუპატინათი, კატმანდუ, ნეპალი - გაგრძელება

Image
 ესეც მდინარე ბაგმატი, მარცხნივ სწორედ კრემაციის პლატფორმებია, რაზეც წინა პოსტში ვისაუბრე . წინა პოსტიდან გეხსომებათ, რომ ის ნარინჯისფერი გვამია, რომელიც ჯერ ბაგმატის წყლებში უნდა განბანონ, მერე კი დაწვან. კადრში კი სამეფო პლატფორმა ჩანს, რომელიც აღარ გამოიყენება. მარჯვნიდან კი ამ ყველაფრის ყურება შეიძლება. გადავედი ხედზე და ავედი ზემოთ

სიკვდილი ინდუისტურ სტილში...

Image
 მდინარე ბაგმატი, პაშუპატინათი, აქ წვავენ მიცვალებულებს. შემდეგი სურათები სულ ამ თემაზეა ასე რომ ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ თავს გაუფრთხილდით. ნეპალში კრემაციაც ტურისტული ატრაქციაა.. ერთგვარი...

My blog's mirror on Wordpress.com

http://waytothe.wordpress.com/ ჩემი ბლოგის ასლი ვორდპრეს.კომ-ზე. დააფოლოუეთ :)

პაშუპატინათი პოსტი მეოთხე

Image
 ეს კი იმ თავშესაფრის შიდა ეზოა.... გავაგრძელე გზა ტაძრის შესასვლელისკენ...

კამასუტრა ტაძარში

Image
 აბა ამის გარეშე როგორ? :)

პაშუპატინათი პოსტი მესამე

Image
 ბოდიალი გავაგრძელე და ვიღაცის ქანდაკებას გადავეყარე...

პაშუპატინათი, პოსტი მეორე

Image
აი ამ კარიბჭეში მხოლოდ ინდუისტებს შეუძლიათ შესვლა, იმ ხართან :) მე კი გარედან გადავიღე და წავედი ზემოთ ტერასაზე.

პაშუპატინათი, პოსტი პირველი

Image
პაშუპატინათი დიდი სატაძრო კომპლექსია, ნეპალში უდიდესია და ინდუისტებისთვის ნეპალში ყველაზე წმინდა ადგილი. კომპლექსი გაშენებულია მდინარე ბაგმატის ნაპირებზე. ბაგმატი ინდუისტებისთვის წმინდა მდინარე განგის შენაკადია, და მგონი სისუფთავეშიც  გაუწევდა კონკურენციას, თუმცა არა ზომაში. კომპლექსი შივასადმია მიძღვნილი. ცენტრალურ ტაძარში არაინდუისტებისთვის შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ტერიტორიაზე ბილეთის ყიდვის შემდეგ ინბოდიალე რამდენიც გინდა. ბილეთი ტურისტებისთვის 1000 რუპი ღირს. ყველაზე დიდი საფრთხე აქაც "გიდები" არიან. შევდივარ და ბილეთს ვყიდულობ. ტაძართან ბევრი ხალხია, ძირითადად აქაურები. რამდენიმე ტურისტული ჯგუფიც იყო...

არატურისტული კატმანდუ

Image
ბოდჰნათჰის სტუპადან ფეხით წავედი დიდი ინდუისტური ტაძრისკენ - პაშუპატინათისკენ. გუგლის რუქების თანახმად არ იყო შორი და მეც უმოკლესი გზით წავედი. ასე გამოიყურება ბოდჰას ცენტრალური გამზირი. დასვენებაა და მაღაზიების დიდი ნაწილი დაკეტილია. ამ გზაზე ტურისტები არ დადიან... პრინციპში არავინ მინახავს საკუთარი თავის გარდა.

Facial Averages of East Europe

Image
საინტერესოა... სხვადასხვა ეროვნებების საშუალო პორტრეტები, შედგენილია ათასობით ფოტოსგან.. კიდევ ვიპოვე არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპული საშუალო პორტრეტები  კაცები ქალები...

ბოდჰნათჰი წრე უკანასკნელი...

Image
 ბევრი ბევრი ლოცვები...  მომშივდა და ერთ-ერთ სახურავზე რესტორანში ავედი საჭმელად. იქედან ულამაზესი ხედები იყო... სტუპა სამგანზომილებიანი მანდალაა...

ბოდჰნათჰი გაგრძელება...

Image
 დავიღალე და ჩამოვჯექი დასასვენებლად. მტრედებს და ხალხს ვაკვირდებოდი. ჩემს გვერდზე ფეხმოტეხილი ევროპელი ტურისტი და ახალგაზრდა ბერი ისხდნენ.

იყიდება! GALAXY Tab 7.0 Plus

Image
უპრობლემო, 2012 წელს ნაყიდი სრული აღწერა აქ  http://www.samsung.com/global/business/mobile/product/galaxy-tab/GT-P6200ZWAXSP-spec ჩემს მიერ დაყენებულია ანდროიდი 4.1.2 უპრობლემოდ მუშაობს. ფასი 150 ლარი. ვაჭრობა მოსულა

ბოდჰნათჰის სტუპა, მეორე წრე...

Image
 გამოვედი მონასტრიდან და გავაგრძელე სტპის გარშემო საათის ისრის მიმართულებით სიარული, თან ხალხს ვაკვირდებოდი... უმეტესობა ან ტიბეტელები ან ნეპალის მთიანი რაიონებიდან იყვნენ, გარეგნულადაც განსხვავდებიან ძირითადი მასისგან... უფრო იმიტომ რომ აქ მონღოლოიდური რასის წარმოადგენლები ჭარბობდნენ..  ტურისტებიც ბევრნი იყვნენ...  ამ მონასტერში ბევრი ხალხი იყო, რაღაც ღონისძიება იყო თუმცა რა არ ვიცი.  მინი სტუპა  ბუდას თვალები  ესეც სალოცავი დროშები  ხალხმრავლობამ იკლო... კიდე დროშები...დამეთანხმეთ რომ ლამაზი ადგილია

ბოდჰნათჰი - ბუდისტური მონასტერი

Image
რაც ტიბეტელები აქ დასახლდნენ, ააშენეს 50-მდე მონასტერი, ამრიგად ბოდჰნათჰი ერთგვარი ბუდისტური ცენტრია კატმანდუში. ინდუისტური ტაძრებისგან განსხვავებით, ბუდისტურში ყველას შეუძლია შესვლა. თუმცა გახსოვდეთ რომ ფეხზე გახდა აუცილებელია ამიტომ შესაბამისად ადვილად გასახდელი ფეხსაცმელი ჩაიცვით. ტიბეტური ბუდისტური ტაძრები ძალიან ფერადი და ჭრელია, წითელი და ოქროსფერი ფერები ჭარბობენ. ალბათ ბუნება რომ ძალიან  ერთფეროვანი აქვთ ამიტომ არის ტაძრებში სიჭრელე... ბუდიზმში არ არსებობს ღმერთის ცნება.. აქ მრავლადაა ბუდას ქანდაკებები, ასევე სხვა მასწავლებლების პორტრეტები. თაყვანს ღმერთს კი არა სწავლებას სცემენ, მასწავლებლებისადმი კი ღრმა პატივისცემას გამოხატავენ.

ბოდჰნათჰის სტუპა

Image
 ძნელი სათქმელია არის ბოდჰნათჰი კატმანდუს გარეუბანი თუ ქალაქი თანამგზავრი... ლალიტპურის მსგავსად რთული სათქმელია სად იწყება ბოდჰნათჰი და მთავრდება კატმანდუ. თუმცა ერთი დიდი განსხვავება კი არის, ეს უბანი ბუდისტურია. ბოდჰნათჰის ცენტრი არის უზარმაზარი სტუპა, მსოფლიოში ეს უდიდესი ბუდისტური სტუპაა და მისი სიმაღლე 36 მეტრია. სტუპია გარშემო შენობები წრეს ქმნიან. ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის შემდეგ კატმანდუს ეს უბანი იქცა ტიბეტელების უბნად, სადაც ბევრი ლტოლვილი დასახლდა.

რანი პოქჰარი, კატმანდუს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა

Image
როდესაც გაძეძგილი ავტობუსით დავბრუნდი კატმანდუში, გაჩერებიდან ტამელამდე ფეხით მომიწია წასვლა, სასიარულო საკმაოდ ბევრი იყო. გზად გავიარე ეს ადგილი - რანი პოქჰარი, ანუ დედოფლის ტბა. ეს ხელოვნური კვადრატული ტბა XVII საუკუნეში გააკეთა ნეპალის მეფემ, რომელმაც ვაჟი დაკარგა და ცოლის დანუგეშება უნდოდა. ტბის ცენტრში ტაძარია, რომელიც წელიწადში ერთხელ იხსნება. დაღლილი ვიყავი თან ზურგჩანთისგან კისერი მტკიოდა, ამიტომ დეტალურად არ დავათვალიერე აქაურობა. ლამაზი კი ნამდვილად არის.