ქართული რეკლამების არაპროფესიული ფსიქო-სექსუალური ანალიზი
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ორი ახალი რეკლამა - ესაა TBC ბანკის სამი მუშკეტერი და ინტერნეტ ბანკინგი და ჯიპიაი ჰოლდინგის "მისტერ რექსს მეტისმეტი მოუვიდა". თუ იმ პრინციპით ვიმსჯელებთ, რომ შავი პიარიც პიარია, მაშინ ორივე რეკლამამ თავისი საქმე კარგად გააკეთა - სოციალურ ქსელებში ასე არსერთი რეკლამა არ განხილულა, როგორც ესენი - გასაგებიცაა, რა იწვევს უფრო მეტ ინტერესს ვიდრე სექსი? არაფერი. რეკლამის პათოსია, რომ თქვენი დამზღვევი, ძაღლივით ერთგული და საიმედო, მაშინაც არ გტოვებთ როდესაც გირჩევნიათ დაგტოვოს, იგი სულ თქვენთანაა. რეაქცია - არც კი მინდა წარმოვიდგინო რა რეაქცია მოყვებოდა ლოგინში, ყველაზე მნიშვნელოვან მომენში ასეთ არსებას რომ აღმოაჩენ, და თან ასე რთულად მოსაშორებელი. თუმცა ეს რეკლამა პირველი არ ყოფილა, ვინც სექსის და სექსის დროს დამსწრე უცხო პირების თემა გამოიყენა. ქართულ მარკეტინგში ამ საკითხში ფლაგმანი TBC ბანკი და სამი მუშკეტერია. ამ რეკლამაში საქმე კიდევ უფრო მძიმედაა - თუ კი კაცი ლოგინიდან იმიტომ გაგირბით, რომ კომუ...