"სვანური საქმე"
გახსოვთ ალბათ მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაცია, 7 ივლისს, როდესაც დაიჭირეს დავით, ტარიელ და შოთა ჯაფარიძეები, ნელი ნავერიანი და 1 თვის მერე მზევინარ ჯაფარიძე. ისინი გაასამართლეს ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით და კაცებს მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე, ქალებს 4 წელი და კიდევ ძებნაშია მათი ბიძაშვილი ჯამბულ ჯაფარიძე, რომელსაც დაუსწრებლად 6 წელი მიუსაჯეს.
იმ დროს ბევრს ვკამათობდით აქ და მე ვიცავდი მათ პოზიციებს, როდესაც სხვა მომხმარებლები ემხრობოდნენ ოფიციალურ ვერსიას.
შეგახსენებთ დეტალებს. 3 მაისს მესტიაში გოროზია ამოვიდა სპეცრაზმით, და დაემუქრა ოპოზიციონერ კანდიდატს ნელი ნავერიანს კანდიდატურის მოხსნის მიზნით. ნელიმ არა მხოლოდ არ მოხსნა კანდიდატურა, არამედ გაახმაურა ეს ამბავი და არჩევნების შედეგად გავიდა საკრებულოში. გოროზია მაშინ დაემუქრა ნავერიანს ციხეში ამოლპობით.
შემდეგ, რეესტრის განცხადების თანახმად, 25 ივნისს ჯაფარიძეების საგვარეულო მიწები მესტიაში, რომელზეც საბჭოთა დროს ტურბაზა უშბა მდებაორეობდა, და რომელიც ჯაფარიძეების ოჯახს 1903 წლის საბუთით ჰქონდათ დამტკიცებული, მოხდა ამ მიწის მიყიდვა ვინმე უილიამ ჯეიმს სიმფსონზე, ე.წ. კანადელ ინვესტორზე. მესტიაში არავითარი კანადელი არ გამოჩენილა, არამედ წალენჯიხელი მეგრელი დ. ქუხილვა, რომელმაც თავად განუცხადა ჯაფარიძეებს რომ კომპენსაციის გადაცემა უნდა. მიმდინარეობდა უშედეგო მოლაპარაკებები. ჯაფარიძეები ფულის ნაცვლად მიწას ითხოვდნენ, მათი ბიცოლა ნავერიანი კი იურიდიულად გაფორმებას ითხოვდა, რასაც ქუხილავა ეწინააღმდეგებოდა, დროის სიმცირის მოტივით.
ამის შესახებ საუბრების ჩანაწერები წარდგენილი იყო სასამართლოზე.
შემდეგ, 7 ივლისს, მოლაპარაკებების დროს მოხდა რაც მოხდა. 11 ნოემბერს შედგა სასამართლო და გამოტანილი იქნა განაჩენი. ამის შესახებ არის სტატიები http://www.presa.ge -ზე.
ახლა სიახლე.
ნოემბერში, სააკაშვილმა დაავალა ჭყონიას აეშენებინა სასტუმრო სწორედ ამ ტურბაზის ტერიტორიაზე. დღეს სააკაშვილმა თავად განაცხადა ამის შესახებ. გადავამოწმე რეესტრი და მიწები ისევ კანადელის მფლობელობაშია: https://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ მისამართი "მესტიის რაიონი, დ. მესტია, ტურისტული ბაზა უშბა" სხვა ჩანაწერები რეესტრში არაა.
ბუნებრივია კითხვა - როგორ დაავალა სააკაშვილმა ჭყონიას ინვესტორის კუთვნილ მიწაზე მშენებლობის დაწყება თუ ეს ინვესტორი რეალურად არსებობს??? აბა "მთის კანონის" დამგმობებო მიპასუხეთ ამაზე.

Comments
Post a Comment