დაჭერები მესტიაში

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომელმაც ძალიან შემაშფოთა:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მესტიის რაიონ დაბა მესტიაში დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე დაკავებული იქნენ, შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდათა საქმეების სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს ''ენერგო პრო ჯორჯიას'' მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი, ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი, ნელი ვლადიმას ასული ნავერიანი. აღნიშნული პირები, კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 (სამოცდაათიათას) ლარს. დაკავების დროს აღნიშნულ პირებს თან აღმოაჩნდათ უკანონოდ მითვისებული თანხა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის ''ა'' და ''გ'' ქვეპუნქტით.

ვინაიდან ზემოთხსენებულ დათო ჯაფარიძეს ვიცნობ, და კარგად ვიცნობ მის ოჯახსაც, როდესაც დავრწმუნდი რომ დაჭერილი ზუსტად დათოა, მკითხაობას და იმაზე ფიქრს თუ ეს როგორ მოხდა, ვარჩიე დამერეკა მესტიაში და დავწერ რაც იქედან გავიგე.

მოკლედ მესტიის ტურ ბაზის ტერიტორია ოდითგანვე ჯაფარიძეების სათიბი იყო. კომუნისტებმა როდესაც მანდ გააკეთეს ბაზა, ჯაფარიძეებს სათიბად სხვა მიწა მისცეს, რომლის პატრონები რეპრესიებს შეეწირენ. კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ ჯაფარიძეებმა დაუბრუნეს სათიბი პატრონს და დაეუფლნენ ისევ თავის ძველ სათიბს და ბოლო დრომდე უპრობლემოდ თიბავდნენ.

ბოლოს კი ზიგდიდიდან სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისურვეს ამ ტერიტორიის დაუფლება ტურბაზის აღდგენის საბაბით. არავითარი კანადელები მესტიაში თვალით არ უნახავთ. თანაც ჯაფარიძეების გვარს არანაერ კომპენსაციას არ სთავაზობდნენ. ჯაფარიძეები მიწის მიცემას არ აპირებდნენ და მოუწყვეს ეს ყველაფერი.
მეტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთ კვირაში იქ ვიქნები და მეცოდინება.

ის რომ ტურბაზის ტერიტორია ჯაფარიძეების საგვარეულო მიწაა ეგ დიდი ხანია ვიცოდი.

მეტი დეტალები არ ვიცი და არც იურისტი ვარ რომ განვსაჯო რა ხდება. მაგრამ მიმაჩნია რომ მთაში ეგრე უხეშად ჩარევა ყოვლად დაუსვებელია. სათიბი მთის ადამიანისთვის უმნისვნელოვანი რამეა, მიწის გასხვისება მთაში კი ყოვლად დაუსვებელია და ადგილობრივი ადათების და წესების უხესი დარღვევა, რაც კარგ შედეგს არავის არ მოუტანს.
დღეს თუ წაართვით სათიბები სვანებს ხვალ მათ საქონელს თივას ბარიდან აუტანენ?
მოკლედ, ახალი ინფორმაცია როდესაც მექნება აუცილებლად დავწერ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия