მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი 7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს. ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები უკვე ორი წელია იმ მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფომ კანადელ ინვესტორს - უილიამ ჯეიმს სიმფსონს მიჰყიდა. მართალია, ნელი ნავერიანს აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით უკვე რამდენიმე ათეული წელია სარგებლობს. ზოგადად, მთიან რეგიონებში, და მათ შორის მესტიაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს კუთვნილი მიწები იურიდიულად დაკანონებული არ აქვს. ნელი ნავერიანის განცხადებით, კანადელი ინვესტორის წარმომადგენელი, წალენჯიხელი დავით ქუხილავა ნავერიანთან მოსალაპარაკებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოჩნდა პირველად. 7 ივლისს იგი მესამედ იმყოფებოდა მესტიაში. ნელი ნავერიანმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. თუმცა დავით ქუხილავას შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები შეხვდნენ სასტუმრო „მესტიაში“. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწის სანაცვლოდ მესტიელებს ფული შესთავაზეს. ამის შემდეგ, სასტუმროში შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, მოლაპარაკებაზე მისული სამივე პირი ძირს დააწვინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნელი ნავერიანი კი სპეცრაზმმა საკუთარ სახლში აიყვანა. 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები და ნელი ნაკანი დააკავეს ფულადი თანხის გამოძალვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის 181-ე მუხლით. დღესვე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ადასტურებს ჯაფარიძეების მიერ ფულის გამოძალვის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი დაჭრილია. მასში არ ჩანს ჯაფარიძეების მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლის დაშინების ფაქტი ან მის მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც სსკ 181-ე მუხლით გათვალისწინებული გამოძალვის დანაშაულის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ფიზიკური ტრავმა აქვს მიღებული ასევე რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომლებიც შეეცადნენ გამოსარჩლებოდნენ დაკავებულებს. თვითმხილველთა განცხადებით, სპეცსამსახურმა იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ხელის მოტეხილობა აქვს გელა ჯაფარიძეს, ხელის სერიოზული დაზიანება მიიღო ინგა მარგიანმა, თავი აქვს გატეხილი მზიური ჯაფარიძეს და მუცელში აქვს მოხვედრილი რეზინის ტყვია გოგა ჯაფარიძეს, რომელიც ინვალიდია (ეპილეფსიით არის დაავადებული). 8 მაისს დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვიზუალური დათვალიერებით (სახეზე და ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებზე) დაზიანებები მხოლოდ ტარიელ ჯაფარიძეს აღენიშნებოდა, თუმცა მან განაცხადა, რომ სასტუმრო „მესტიაში“ სპეცრაზმის შემოსვლისას თავად წამოჰკრა ფეხი სამშენებლო ნაგავს და ტრავმა მიიღო. თუმცა თვითმხილველები ადასტურებენ, რომ სპესცამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ წელს ქვემოთ მიეყენებინათ დაზიანებები სამი დაკავებულისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია 7 ივლისს დილის საათებში განხორციელდა, დაკავებულების ადვოკატებმა მათი მონახულება 8 ივლისის საღამომდე ვერ მოახერხეს. ნავერიანის და მისი ნათესავების სასამართლო პროცესი ზუგდიდში 9 მაისს გაიმართა და ოთხივე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. ის 2010 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს წევრი გახდა. ნავერიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაახმაურა 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სხვა მაღალჩინოსნებთან, სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად მესტიაში ღამის 11 საათზე ჩავიდა და, როგორც მაშინ ნავერიანი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათგან მუქარითა და ზეწოლით კანდიდატურების მოხსნა მოითხოვა. მესტიის 3 მაისის ინციდენტის გამოძიება უკვე ორი თვეა დაწყებულია. დღემდე არც ერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგარა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების სახით არსებობს არა მარტო დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, არამედ იმ ღამით განხორციელებული მოვლენების ამსახველი სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეომასალაც. მაისის ინციდენტის გახმაურების შემდგომ, საპასუხოდ, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ზაზა გოროზია შვებულებაში გავიდა, თუმცა დღეს ის ჩვეულებრივ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 20 მაისს გაკეთებულ განცხადებაში მოუწოდეს ხელისუფლებას გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეეჩერებინათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისთვის, სამხარეო პოლიციის უფროსისთვის, მესტიის პოლიციის უფროსისთვის და 3 მაისს განხორციელებულ მუქარაში მონაწილე სხვა პირებისთვის. მიუხედავად ამისა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი ინარჩუნებს თანამდებობას. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ და `ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევენ, რომ ნელი ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანმა საკრებულოში საქმიანობა წინა მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების მოკვლევაც მოხვდა. დღეს ოთხი ორგანიზაცია ხელახლა მოუწოდებს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს მიუკერძოებლად განახორციელონ 7 ივლისის ინციდენტის გამოძიება და პოლიტიკური მოსაზრებებისგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს საქმის მასალები, რათა არ მოხდეს დაკავებულებზე ზეწოლა და ფაქტების დამახინჯება. თხოვნით მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და დაესწრონ სასამართლო პროცესს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მსველობას და დაინტერესებების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს დაკავებულებს.

მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი

7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს.
ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები უკვე ორი წელია იმ მამაპაპისეული სათიბების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სახელმწიფომ კანადელ ინვესტორს - უილიამ ჯეიმს სიმფსონს მიჰყიდა. მართალია, ნელი ნავერიანს აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით უკვე რამდენიმე ათეული წელია სარგებლობს. ზოგადად, მთიან რეგიონებში, და მათ შორის მესტიაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს კუთვნილი მიწები იურიდიულად დაკანონებული არ აქვს.
ნელი ნავერიანის განცხადებით, კანადელი ინვესტორის წარმომადგენელი, წალენჯიხელი დავით ქუხილავა ნავერიანთან მოსალაპარაკებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოჩნდა პირველად. 7 ივლისს იგი მესამედ იმყოფებოდა მესტიაში. ნელი ნავერიანმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. თუმცა დავით ქუხილავას შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები შეხვდნენ სასტუმრო „მესტიაში“. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწის სანაცვლოდ მესტიელებს ფული შესთავაზეს. ამის შემდეგ, სასტუმროში შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, მოლაპარაკებაზე მისული სამივე პირი ძირს დააწვინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნელი ნავერიანი კი სპეცრაზმმა საკუთარ სახლში აიყვანა.
9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები და ნელი ნაკანი დააკავეს ფულადი თანხის გამოძალვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის 181-ე მუხლით. დღესვე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ადასტურებს ჯაფარიძეების მიერ ფულის გამოძალვის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი დაჭრილია. მასში არ ჩანს ჯაფარიძეების მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლის დაშინების ფაქტი ან მის მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც სსკ 181-ე მუხლით გათვალისწინებული გამოძალვის დანაშაულის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ფიზიკური ტრავმა აქვს მიღებული ასევე რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომლებიც შეეცადნენ გამოსარჩლებოდნენ დაკავებულებს. თვითმხილველთა განცხადებით, სპეცსამსახურმა იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ხელის მოტეხილობა აქვს გელა ჯაფარიძეს, ხელის სერიოზული დაზიანება მიიღო ინგა მარგიანმა, თავი აქვს გატეხილი მზიური ჯაფარიძეს და მუცელში აქვს მოხვედრილი რეზინის ტყვია გოგა ჯაფარიძეს, რომელიც ინვალიდია (ეპილეფსიით არის დაავადებული).
8 მაისს დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვიზუალური დათვალიერებით (სახეზე და ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებზე) დაზიანებები მხოლოდ ტარიელ ჯაფარიძეს აღენიშნებოდა, თუმცა მან განაცხადა, რომ სასტუმრო „მესტიაში“ სპეცრაზმის შემოსვლისას თავად წამოჰკრა ფეხი სამშენებლო ნაგავს და ტრავმა მიიღო. თუმცა თვითმხილველები ადასტურებენ, რომ სპესცამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ წელს ქვემოთ მიეყენებინათ დაზიანებები სამი დაკავებულისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია 7 ივლისს დილის საათებში განხორციელდა, დაკავებულების ადვოკატებმა მათი მონახულება 8 ივლისის საღამომდე ვერ მოახერხეს. ნავერიანის და მისი ნათესავების სასამართლო პროცესი ზუგდიდში 9 მაისს გაიმართა და ოთხივე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. ის 2010 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს წევრი გახდა. ნავერიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაახმაურა 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სხვა მაღალჩინოსნებთან, სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად მესტიაში ღამის 11 საათზე ჩავიდა და, როგორც მაშინ ნავერიანი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათგან მუქარითა და ზეწოლით კანდიდატურების მოხსნა მოითხოვა.
მესტიის 3 მაისის ინციდენტის გამოძიება უკვე ორი თვეა დაწყებულია. დღემდე არც ერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგარა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების სახით არსებობს არა მარტო დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, არამედ იმ ღამით განხორციელებული მოვლენების ამსახველი სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეომასალაც. მაისის ინციდენტის გახმაურების შემდგომ, საპასუხოდ, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ზაზა გოროზია შვებულებაში გავიდა, თუმცა დღეს ის ჩვეულებრივ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 20 მაისს გაკეთებულ განცხადებაში მოუწოდეს ხელისუფლებას გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეეჩერებინათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისთვის, სამხარეო პოლიციის უფროსისთვის, მესტიის პოლიციის უფროსისთვის და 3 მაისს განხორციელებულ მუქარაში მონაწილე სხვა პირებისთვის. მიუხედავად ამისა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი ინარჩუნებს თანამდებობას.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ და `ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევენ, რომ ნელი ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანმა საკრებულოში საქმიანობა წინა მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების მოკვლევაც მოხვდა.
დღეს ოთხი ორგანიზაცია ხელახლა მოუწოდებს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს მიუკერძოებლად განახორციელონ 7 ივლისის ინციდენტის გამოძიება და პოლიტიკური მოსაზრებებისგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს საქმის მასალები, რათა არ მოხდეს დაკავებულებზე ზეწოლა და ფაქტების დამახინჯება.
თხოვნით მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და დაესწრონ სასამართლო პროცესს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მსველობას და დაინტერესებების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს დაკავებულებს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия