მამა ბუასილის ამბები

ჯერ იყო და თეა თუთბერიძემ დაწერა რაღაც... არც წამიკითხავს რა... მერე იყო და ატყდ აყალმაყალი, დაერივნენ თუთბერიძეს, ზოგს გაგლეჯა, ზოგს დახვრეტა ზოგს ვინ იცის კიდევ რა უნდოდა. მერე იყო და ფეისბუქზე შეიქმნა ფან გვერდი "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" და პოპულარობაც მოიპოვა. მაშინ იყო რომ დავწერე რომ არც პატრიარქი მიყვარს და არც რომელიმე სხვა სულიერი ლიდერი.
მერე შეიქმნა ჯგუფი და ფან გვერდი მმა ბუასილისთვის....
დიდად ამ საქმეში გარკვევა არც მიცდია.. როგორც არამარლთმადიდებელი ვერიდები ასეთ თემატიკას და თავს ვიკავებ მისგან. მაგრამ აქ უკვე მრწამსის საკითხი აღარ არის, არამედ სიტყვის თავისუფლების, ეს მას შემდეგ, როდესაც "მამა ბუასილის" წინააღმდეგ საქმე აღიძვრა. ქვეყანაში სადაც ცენტრალური ხელისუფლება არ სარგებლობს იმხელა ავტორიტეტით რომ მისი გაშარებ აიკრძალოს (კიდევ კარგი) კერპად პატრიარქი გახადეს.
მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციის თანახმად ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, ეს ასე რეალურად არაა. ოპოზიცია მთელი გაზაფხული სპეკულირებდა პატრიარქით და ეს პირველი პრეცენდენტი არ იყო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით არ შეიძლება, არაფერს ვამბობ ამის ამორალურობაზე. სპეკულაციის საფუძველი კი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ პატრიარქის სრულიად დაუსვბელი გაკერპებაა. არც ისე დიდი ხანია გამოვძვერით ტოტალიტარული წყობიდან, მარა როგორც ჩანს მონურ ცნობიერებას ძლიერი კერპი სჭირდება და რადგან ხელისუფლება არ ან ვერ კერპობს, პატრიისადმი სიყვარული უცებ ეკლესიურ ფანატიზმში გადაიზარდა.
ჩემი მოკრძალებული აზრით პატრიარქი ისეთივე მოქალაქეა კანონის წინაშე როგორც სხვა ყველა, და თუ ნებისმიერ მოქალაქეზე შეიძლება რამის დაწერა (ტყვილია თუ სიმართლე ეს სხვა საკითხია) პატრიარქზეც უნდა შეიძლებოდეს, თუ დაწერილი ცილისწამებაა, მაშინ უნდა მოხდეს იმის დამტკიცება რომ ნათქვამი არ შეესაბამება სიმართლეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. პატრიარქის გაშარჟება კი ისეთივე დაშვებულია როგორც ნებისმიერი სხვასი. არ მოგწონთ და ნუ უყურებთ. ხოლო ასეთი ტენდენციებით ჩვენ მალე მარლთმადიდებლური ფუნდამენტალიზმი გვექნება.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия