არჩევნები ჯოყოლოში - პანკისის ხეობა


ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, და ყველას ვისაც სკლეროზი, აცჰეიმერი და ა.შ. სჭირს და არაა საღ გონებაზე, ჩამოერთვას ხმის მიცემის უფლება!
(ბოლო ორი არჩევნებიდან გამომდინარე).
ჯოყოლოში, ჰო მგონი საერთოდ ახალი მეთოდიკა მუშაობდა - ბორჯანაძის ხალხს მოყავდათ 80-ს გადაცილებული მოხუცები და ახაზინებდნენ რაც უნდოდათ.
ამომრჩეველთა აქტივობა ასაკობრივად რომ დაიყოს ასე იყო:
(რიცხვები უხეშადაა მოცემული)
სულ 686 ამომრჩეველი ვინც მოვიდა (გადასატანი ყუთი ამაში შედის) 1257-დან.
18 - 35: 15 - 20 ადამიანი
35 - 50: 100ზე მეტი, მაგრად ნუ ვინც ბებიებს არ მოყვა.
დანარჩენები სულ მოდიოდნენ 80-ს გადაცილებული ბებრები და იმათ მოყვებოდნენ დამხმარეები.
ჰო და უმეტეს წილად ამ მოხუცებს ვერ სევატყე რომ საერთოდ რამის აზრზე არიან. ზოგი იმ ასაკში იყო რომ მიქაელს ან გაბრიელს უნდა მიეცა ხმა. ჰო და ვისაც მოჰყავდა ისინი მანიპულირებდნენ მათი ხმებით.
მოკლედ ასეთი მეთოდიკაა, რაც ახალგაზრდების სრული ინდიფერენტულობის წყალობით მუშაობს.






ეს ქალი, უკანა პლანზე, ოცნების კოორდინატორია და სანამ არ დავაფრთხე აღნისნავდა ვინ მოვიდა და ვინ მოიყვანა.



საჩივარი
ბურჯანაძის კოორდინატორი - წარმომადგენელი
არჩევნების შედეგები (ძალიან ცუდი) კი არ მადარდებს პანკისში იმდენად, როგორც ის რომ წესით და რიგით ყველაზე აქტიური თაობები 40-მდე საერთოდ არ მოდიან არჩევნებზე. აი ესაა სერიოზული პრობლემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. სხვაგან როგორ იყო საქმე?










Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия