ზურაბ ჭიაბერაშვილი – რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელია საქართველოსთან
პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ინტერვიუ მისცა თავისუფალ ზონას. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სამთაწყაროში და ადიგენში განვითარებული მოვლენები, რამდენად არსებობს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების რისკები. ბატონო ზურაბ მინდა დაგისვათ კითხვა როგორც პრეზიდენტის რწმუნებულს კახეთში. ახლა აქტუალურია ადიგენის რაიონში მიმდინარე მოვლენები, მსგავსი კი კახეთშიც ხდებოდა, კონკრეტულად სამთაწყაროში. საქართველოში, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, გინდა შევარდნაძის დროს, გინდა ნაციონალური მმართველობის დროს, არ ყოფილა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ახლა რამ გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია რელიგიურ ნიადაგზე და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს? ამაში არ დაგეთანხმები. შევარდნაძის დროსაც მკვეთრი დაპირისპირება იყო, ოღონდ ახალ დენომინაციებთან, მაგალითად იეღოვას მოწმეებთან, მაგრამ ისტორიულ დენომინაციებთან, როგორიც არიან ებრაული თემი, მუსულმანები, პროტესტანტები ან კათოლიკეები, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ საქართველოში, ესეთი დაპირისპირება არ იყო. რელიგიური შეუწყნარებლობა შეუთავსებელ...