საზოგადოება კი არა ბნელი ბრბო...
არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ არ შემიძლია გაჩერება იმდენად გულის ამრევია... არაა საჭირო იმის გახსენება რა რეაქცია მოყვა ცოცხის კადრებს... ეგზალტირებულმა ბრბომ ხან შავი კვადრატები დაიყენა ავატარებად, ხან აქციებზე დარბოდნენ და ქუჩებს კეტავდნენ, ხან ახალაიას სისხლს ითხოვდნენ, ხან კანონიერის ქურდის დედის პორტრეტით ააჭრელეს ფეისბუქი და გამომიყვანეს ვიღაც ვაგზლელი ნარკომანის დედა ჟანა დ'არკად. ემოციებს, ისტერიკებს და სრულ მარაზმს საზღვარი არ ჰქონდა. ერთმა ცნობილმა ბლოგერმა გახარებულმა თქვა - ესაა სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება კი არა იხვი. ეს იყო ბრბო, ბნელი, უმეცარი, ეგზალტირებული, ემოციებს აყოლილი, უტვინო, გამოთაყვანებული ბრბო. ცოტა დაწყნარდა ხალხი და ექიმებმაც თქვეს რომ ყველაზე ოდიოზური ნაღცვენები ვიდეოებიდან დადგმულია, რადგან ეწინააღმდეგება ელემენტარულ ფიზიოლოგიას. სადაა აქციები ამ ბინძური დადგმების რეჟისორების და დამკვეთების წინააღმდეგ? არაა. ბევრი კი კიდევ შავი კვადრატებითაა ფეისზე. დღეს ოკუპანტებმა პერევთან გაიტაცეს შსს-ს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვი...