Posts

Праздничные туры в Грузию на весну 2015 года

Image
Дорогие друзя, мы стараемся сделать наши туры как можно доступнее, при том не теряя на качестве. Первый же весений праздник - это 8 марта конечно, когда мужчины должный дарить подарки любимым женщинам. Специально для этого случая мы преготовилий подарочный тур на 8 марта в Грузию   с разными вариантами - вы прилетаете в Тбилиси или в Кутаиси - мы вам рады. В конце марта мусульмане празднуют не менее важный и прекрасный праздник - Новруз Баирам - и конечно мы опять таки рады приветствовать гостей из Азербайджана и Казахстана что бы вместе отпраздновать наступление весны. Как вы знаете, несколько лет уже как и в Грузии отмечают этот праздник. Так что преглашаем на Новруз Баирам в Грузию ! В самом начале апреля Еврей празднуют Песах. А в Грузии прекраная весеная погода - все цветет и тепло. Куда ехать на Песах? конечно же в Грузию! и мы конечно же рады предложить программу вместе с нашим неизменным партнером в Израиле - Юлей - Волшебное культурно-гастрономическое путешествие...

ჩიტვანის ნაკრძალში გამგზავრება

Image
 მონასტრის ცხოვრება დამთავრდა და მეორე დილას 6:30-ზე უნდა ვყოფილიყავი ავტობუსების გაჩერებაზე საიდანაც გადიან ტურისტული ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით. ორი სიტყვით ტრანსპორტზე ნეპალში. რკინიგზა როგორც კლასი არ არსებობს საერთოდ. მდიდარ ტურისტებს შეუძლიათ გადაფრინდნენ შიდა ავიახაზებით ნებისმიერი დიდი ქალაქიდან სხვა ქალაქში ან მთებში რაიონულ ცენტრებში. ყველა დანარჩენებისთვის კი არის ავტობუსები. ავტობუსები ორ ძირითად კლასად იყოფა - ადგილობრივი, იაფი, გადატენილი და არაკომფორტული და ტურისტული, შედარებით ძვირი (მაგრამ ჩვენთვის არც ისე) საკმაოდ კომფორტული და არ გადატენილი. ავტობუსები ინდოეთიდან შემოდის და ძირითადად მოძველებულია მაგრამ კარგი. ამ ქუჩაზე სწორედ ტურისტული ავტობუსების სადგური იყო. სიტუაცია დაახლოვებით იგივე რაც დიდუბეში - ცხელცხელი რაღაცეები, ცხვირსახოცები, სასმელები, სრული ბალაგანი. ჩიტვანში სამდღიანი ტური ერთადერთი იყო რაც ტურისტული კომპანიისგან ვიყიდე და არ ვინანე.  chitwanjunglesafari.com  ეს ნეპალში წასვლამდე ვიპოვე, დავეკონტაქტე კომპანიას, ყველა კითხვ...

სინათლის შეწირვა კოპანის მონასტერში.

Image
ბოლო საღამოს კარინმა გვითხრა რომ გვექნება სინათლის შეწირვა (light offering) და ყველას უნდა გვეყიდა სანთლები. ზოგადად ბუდიზმში არ არის მსხერპლშეწირვები, იგივე ინდუიზმისგან განსხვავებით. ცხოველის მოკვლა ნებისმიერი მოტივაციით არ შეიძლება. სინათლის შეწირვას ზუსტად რა დატვირთვა აქვს ვერ გავიგე.. მაგრამ როგორც აგვიხსნეს დადებითი ენერგიის აკუმულირება უნდა მოგვეხდინა და გაგვენათებინა იქაურობა როგორც დჰარმა ანათებს სამყაროს. ალბათ ეს დატვირთვაა. ვახშმის შემდეგ სანთლებით შევიკრიბეთ ბაღში და დავიწყეთ სანთლების ყველგან დალაგება. ბაღში ბნელოდა... საერთოდ ნეპალში რომ ხარ ღამის განათება დიდი იშვიათობაა და ღამე ბნელა.

დღეები კოპანის მონასტერში

Image
დღე დღეს მიყვებოდა და ყველა დღე ერთნაირი იყო. თუმცა მოწყენილი არ ვიყავი. დრო და დრო ფოტოაპარატს გამოვიტანდი ოთახიდან და ვიღებდი. ხან დღიურს ვწერდი ხან წიგნებს ვკითხულობდი. ლექცია გეშე ლობსანგთან. ინგლისური არც ისე კარგი ჰქონდა მაგრამ იუმორი იცოცხლე.

პუჯა კოპანის მონასტერში. სახეები...

Image
 აი ამაზე ისეთი ხმა იყო, რომ თუ ვინმე წაუძინებდა, უეჭველი გამოფხიზლდებოდა.

პუჯა კოპანის მონასტერში, გაგრძელება

Image
 რადგან ტიბეტურად სიტყვა არ მესმოდა, ფოტოაპარატით ვერთობოდი.

პუჯა - ბუდისტური ღვთისმსახურება

Image
ჩვენთვის პუჯაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. თუმცა ჯგუფიდან რამდენიმე კაცმა კარინს სთხოვა, რომ ჩვენც დავსწრებულიყავით, და თხოვნა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული იყო. სავსე მთვარიანი ღამის შემდეგ, გამთენიას დიდ გომპაში უნდა შევკრებილიყავით. პუჯა 5:30-ზე იწყებოდა. ავდექი, პირი დავიბანე, გავემზადე და წავედი. რომ მივედი ჯერ ადრე იყო და გომპა ცარიელი იყო. ბერები ცენტრში ისხდნენ, ჩვენთვის ბალიშები კედლების დასწვრივ იყო დალაგებული.