ტიბეტური ბუდისტური ხელოვნება - ტანგკა
როგორც წინა პოსტში დავწერე, პატარა სასჯელი მოყვა იმ სიტუაციას. ეს კაცი მუშაობდა ტანგკას სკოლაში, რომელიც სტუპის უკან იყო. მან დამპატიჟა მათი ხელოვნების სანახავად. თუმცა უნდა იცოდეთ, კატმანდუს ტურისტულ რაიონებში, პირღია ტურისტებს უბრალოდ ისე არავინ არ პატიჟებს.
რა არის ტანგკა.
ეს მანდალა დალაი ლამას დიზაინითაა შექმნილი.
კაცები დიდხანს მათვალიერებინებდნენ ნამუშევრებს. რომ მიხვდნენ, რომ დიდის მყიდველი არა ვარ, პატარებს მანახებდნენ. მე საკმაოდ დიდ ხანს გავუძალიანდი და ბოლოს იძულებული გავხდი გავქცეულიყავი ტყვეობიდან :)
ეს კი ბუდისტური ცხოვრების რუქაა.
ეს უკვე სხვა სკოლაა, დურბარის მოედანზე. აქაც წარმატებით დავძლიე ძალადობა. თუმცა შემდეგ ჯერზე ვიყიდი ერთ ასეთ მანდალას.
ესეც მანდალაა, რვა ბუდა.
Comments
Post a Comment