НКВД - ოპერატიული ბრძანება, რომელსაც 5000 ქართველი შეეწირა

რადგან დღეს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წლისთავზე, დიდი ზარზეიმით თელავში გახსნეს სტალინის ძეგლი, გადავწვიტე გამომექვეყნებინა 1937 წლით დათარიღებული НКВД-ს ოპერატიული ბრძანების ტექსტი.

1937 წელი საბჭოთა ისტორიაში ცნობილია როგორც "დიდი წმენდის" პერიოდი, ეს ის დროს, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით, მილიონობით ადამიანი უკვალოდ გაქრა სტალინის მიერ შექმნილ სიკვდილის ბანაკებში. ოპერატიული ბრძანება, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ, ერთ-ერთი მრავალთაგანია. ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1937 წლის 30 ივლისით, ხოლო უნდა აღსრულებულიყო 5 აგვისტოდან ოთხი თვის ვადაში.

ეჟოვი 

ყველაზე სისხლიან პერიოდში НКВД (Народный комисариат внутрених дел) "ნარკომი" იყო ნიკოლაი ეჟოვი - ადამიანი მხოლოდ 4 კლასის განათლებით. ნარკომის პოსტი მან 1936 წელს დაიკავა, მისი წინამორბედის - იაგოდას დახვრეტის შემდეგ. ყველაზე მეტი სასიკვდილო განაჩენი "დიდი წმენდის" პერიოდში სწორედ მისი ნარკომობის დროს მოხდა. თუ გახსოვთ თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება", სადაც რიგში მდგომი ხალხი იგებს რეპრესირებული ახლობლების ბედს - იქ არის ძალიან ძლიერი სცენა, როდესაც რეპრესირებულის დედას ეუბნებიან შვილზე "ათი წელი მიმოწერის უფლების გარეშე", და დედა ისტერიკაში ვარდება და ყვირის "მითხარით რომ ის უკვე მოკვდა". ეს ფორმულირება "ათი წელი მიმოწერის უფლების გარეშე" სწორედ ეჟოვის დროს გახდა აქტუალური. იმ დროს რეპრესირებულები 2 კატეგორიად იყოფოდნენ: პირველი კატეგორია - დახვრეტა. მეორე კატეგორია - გადასახლება ბანაკებში 8-დან 10 წლამდე. ხოლო განაჩენი გამოჰქონდა ე.წ. "ტროიკას". როგორც დოკუმენტიდან ჩანს, საქართველოში "ტროიკის" წევრები იყვნენ ვინმე რაფავა, ტალახაძე და წერეთელი. ხშირად ჯერ ადამიანს ხვრიტავდნენ, ხოლო სასამართლო დოკუმენტაციას უკვე შემდეგ, post factum ავსებდნენ. ეჟოვის დროს ყველა რესპუბლიკაში თუ ოლქში მოდიოდა ასეთი სახის დოკუმენტი, სადაც პირდაპირ მითითებული იყო რა რაოდენობით ხალხი უნდა დაეხვრიტათ და რა რაოდენობით გადაესახლებინათ. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ციფრები საორიენტაციოა, ძალიან საშიში იყო ამ "გეგმის" არ შესრულება. ამირტომ რესპუბლიკებიდან თუ ოლქებიდან უფრო ხშირად პატაკი მიდიოდა ცენტრში, კვოტების გაზრდის მოთხოვნით. ეს დოკუმენტი 30 ივლისით თარიღდება. სწორედ 1937 წლის ივლისში ეჟოვი დააჯილდოვეს ლენინის ორდენით "НКВД-ს ხელმძღვანელობაში გამორჩეული წარმატებებისთვის". ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მილიონობით ადამიანის მკვლელობისთვის. ხოლო 1939 წელს ეჟოვი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

სრული ვერსია - http://www.tzona.org/%D0%BD%D0%BA%D0%B2%D0%B4-operatiuli-brdzaneba-romelsac-5000-qartveli-sheecira/

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия